ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პროზა
7 ოქტომბერი, 2019


დიდი ბაბო (ასი სიტყვა)

თქვენ იცით როგორი სურნელი აქვს მოხარშული ჭინჭრის ორთქლზე დამბალ, ობიან შოთის პურებს? გაგიგიათ მისი უჩინარი ძალის შესახებ? ელამ იცოდა და ჩვენც სულ ვეკითხებოდით:
-ბაბო, რა მოხდება ამას თუ შევჭამთ?
-ვინც შეჭამს, აუცილებლად იპოვის რაიმე ძვირფასს.
-შენც გიპოვია?
-უჰ, რამდენჯერაც გინდათ- ჩაიხითითებდა და დანაოჭებულ ხელებს ტუჩებზე მოისვამდა...
მერე იწყებოდა დაუვიწყარი ნადიმი, მოგვიანებით კი მეძებრობანა. სანამ ჩვენ თვალებგაფართოებული ვეძებდით , ელა წინსაფარში დამალულ ხურდას კიბესთან მოაპნევდა და ზეიმიც იწყებოდა:
-ვიპოვე, ვიპოვეეეეე!!!
-ხედავ? მართალი ყოფილა.
დაბარებულივით, მალე მენაყინეც აყვირდებოდა:
„ -მაროჟნი, მაროჟნიიიიიიი!“
ჩვენ გავრბოდით.
ელა კი იდგა ხელჯოხზე ჩამოყრდნობილი ნიკაპით ჭიშკართან და მეორე ხელით სათუთად ისწორებდა ჯადოსნურ წინსაფარს...

თქვენ იცით როგორი მონატრება სცოდნია ობის სურნელს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები