ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2019


დროზე ადრე მისვლაც კი შემეძლო...

ვეღარ მშველის  თინეიჯერული სამოსი,
ვერც  მუქი ფერის  ფრჩხილების ლაქი
არც მოკლე შორტები  მაახალგაზრდავებს
და არც  ზურგზე მოკიდებული  ჩანთა...
მე დავბერდი
ჩემს ახლომახლო არავის სჯერა, რომ
გული არ ბერდება,
მე კი
პარკში პაემანზე მისული  ერთი გოგო  ვარ,
ცოტა რომ დააგვიანდა,
ნაცნობი სკამი კი ცარიელია


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები