ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2019


ისევ...თავიდან...

ვერასდროს, ვერასდროს, ვერასდროს გაგისწარი...
ან იქნებ არასდროს მიცდია გასწრება,
მოდი სულ თავიდან, თავიდან გამიცანი
გპირდები ვნებები სხვაგვარად დათბება...
ფოთლები ცეკვავენ ახლა ქარის დაკრულს,
ქარდაქარ იარე შენც და ჩემთან გაჩნდი,
არაფრით, არაფრით გადავალ სიტყვას დათქმულს
გპირდები, გპირდები უკვე დიდი ბავშვი...
იცი?- დღეს სარკეში ჩემს თავს გადავწყდი,
ჩემს თავს ადრინდელს და კვლავაც \"მსხმოიარეს\",
მივხვდი თურმე სულზე უსასრულოდ მაჩნდი...
..................
მოდი, ძველებურად, ჩუმად მომიარე!
მოდი ეს ზამთარი მხრებით ამაცილე,
შენ ხომ გახსოვს თოვლი სევდად მეყინება,
თავქვეშ \"დამაფინე\", მკლავი \"დამაფინე\"...
ზვირთად ამიხდინე ყველა შეპირება,
რომ მარტს გადაუსწროს მერე შლეგმა ვნებამ,
რომ ამ უცაბედმა ჩუმმა აღტკინებამ
ისე გამოისხას სხივი ველურ ფრთებად,
ნაძარცვ სამოსლიდან იწყოს დადინება!
მოდი, აღარ ვჩქარობ ისევ შენგან წასვლას,
არც მინდა როდესმე, როდესმე გაგისწრო,
საკუთარ ფიქრისგან ვცდილობდი თავის დაცვას,
ახლა კი...ჰო, ახლა  თავიდან გავიცნოთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები