ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 ოქტომბერი, 2019


როგორც ყველა დროს და ყველასთვის - მონატრება

  ოქტომბერს, შემოდგომისფერ სევდას - მონატრების ფერები წვეთავს... რთველში, შენზე ფიქრის სიტკბოთი გაწეპილ ხელებს და ფერებს შენს ძუძუსთავებს ჩამოღვენთილი ვნებების გემო აქვს რაღაცდაგვარად და ყველა მტევნის ქარვას ვუჩოქებ. შენი ხელები მგონია წალმის ყველა მოპოტინება და ოდნავ გახსნილი ბაგიდან ამოწუწნილ ნამიან და თბილ ამონასუნთქს მახსენებს გადახუნებულ მწვანე ფოთლებში სიოს ყველა გაფაჩუნება.
  რა უფრო ბევრია და სავსე - შენი სიცოცხლე თუ ყველა შემოდგომა ერთად? არ ვიცი. ახლა ერთი დროა და ყველა მანძილის უსივრცობის განზომილება - მონატრების ტკივილის სევდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები