ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აირუბექ ოგაი
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2019


* * *

უშნოდ ცანცარებს რაღაცა მარტი,
არ ეშინია აპრილში ჯვარცმის…
ხან ქარს უმღერის, ხანაც თოვლს,
მზის ბეჭედსაც კარგად არგებს
ყველაზე საჭირო,ანუ არა თითს,
წვიმის გვირგვინზეც არ ამბობს უარს…
ნუთუ არა ჰყავს მას ერთი ვინმე ―
ქმარი,
ან თუნდაც საყვარელი, ოღონდაც ერთი!..
ის მარტია და
თოვლსაც, მზესაც, ქარსაც,წვიმსაც
სიამოვნებით იწვენს საწოლში!..
ხელი შეაშველეთ ვინმემ,
ფეხი სადმე არ დაუცდეს,
ან თვითონაც
აღარ გაცვთეს!..
სამ ოქრო გასესხებული,
მერე „გადაგდებული“ აპრილი
ამპარტავნული კალენდრიდან ზიზღით
უმზერს საზიზღარ მარტს, გულში კი ფიქრობს,
ეცოდება, როგორც ჩანს თურმე,
რამ გაამრუშა ასე ეს მარტი,
ასეთი გახსნა ნეტავ რა კარტი…
ქარმა მკერდი მოუწოვა,
წვიმამ დაუნამა ტუჩი,
თოვლმა შეუთეთრა თმები,
მზემ კი გაუცინა ხარბად…
ყველას აკოცნინა მარტმა,
ყველა დააწვინა თავისთან,
ყველას უღალატა მარტმა,
ყველამ უღალატა მარტსაც!..

იაგო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები