ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2019


სამლექსა :))

ალბათ იოლია ადგე და ყველაფერი სხვას გადააბრალო.
მერე ბრალდებულს ცილი დასწამო და შორს გადამალო სინდისის მხრებში გასამართავად;
რომ მისმა თვალებმა, არაფერი გითხრას ამის შესახებ...
ან შენ თვითონ გადაიხვეწო ცხრა მთის მიღმა.
მაგრამ ვინ იცის.. ?
იქნებ სხვისთვის, სხვაგვარ აღსაქმელი და მისაღები იყოს ჩვენი ქმედებები...

ამიტომ აღარ ვენდობი დაყრდნობით გრძნობებს, თუ ისინი, ქმედებებითა და სიტყვებით არ არიან გამყარებულნი.
და ნურც შენ გამიმტყუნებ მოუსვლელობას დაღლილი მოლოდინით.
მე, გადავიტან...
არაფერი დააბრალო უმოქმედობას რადგან მოქმედებების კვალია ამრიგ მომკილი და ვგრძნობ,
არა ხარ ის ერთადერთი ვინც სულებს კურნავს... პირველიც არა!...
ვუცქერ ადამიანებს გულანთილი სიყვარულით და ვხვდები რომ ღმერთი სხვაგან ბინადრობს...
ისევ ვაგრძელებ...მივუყვები კვალს და ისე უცნაურად მაბრუნებ, რომ მხარსაც არ ვიცვლი;
ყველა ნაბიჯზე, სადაც უკვე მომავალია, გხედავ და თითქოს, სახეს ქმნიდე წინ გაშლილ სივრცის, სვლებით რომ ვკვეთდდე;
არ დაიჯერო, რომ მე ამ გზებს შენთან მოვყავარ!...
თავდაღწელი უშენობა გადავამტვრიე.
მუსიკალური სიახლოვე მქონდა მოცარტთან
და სატირათი გადავლილი გზები ვაკმიე!
ტკივილი სადღაც ღრიალებდა სისხლის მორევში.
რაც იყო, იყო, რაც იქნება ისიც იქნება;
არ დავიწყება ერქვა მგონი პირველ სიყვარულს,
ჩემთვის კი იგი განისაზღვრა ზეცის სიღრმედან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები