| ავტორი: ჯავშანიძე ჟანრი: პროზა 4 ოქტომბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ყოველთვის როცა მგონია, რომ ჩემი მშობლები რაღაც ნორმალურის გაკეთებას აპირებენ, მაშინვე იმედი მიცრუვდება ხოლმე. დედაჩემი ორი კვირა ცუდად იყო. ვირუსი შეხვდა. მაღალი სიცხეები.
როგორც იქნა გაუარა. წამოდგა და ისევ ძველებურად დაიწყო სახლში ბობოქრობა. ოღონდ იძახდა, ეჰ, ძველებურად ვეღარ ვბობოქრობო. როცა გადაწყვიტა გარეთ გასულიყო, მითხრა, გამომყევი, გავისეირნოთო. ეს იდეა სრულიად ნორმალური ჩანდა ჩემთვის და იმედით ავივსე. მახსოვს როგორ გავდგით ფეხი სადარბაზოდან, და რაღაც მომენტში, დროის რაღაც გაურკვეველ მონაკვეთში, მიმოვიხედე და უცბად ბაზარში ამოვყავი თავი. ორივე ხელში სანოვაგით სავსე ცელოფნები მიჭირავს და ჩემ თავს ვეკითხები: კი მაგრამ, სასეირნოდ არ გამოვედით?!
გლდანის ბაზარს თავის თავზე კიდევ უფრო პროლეტარული სექცია აქვს. ერთ ადგილას დიდი სარდაფია. და იქ ყველაფერი უფრო იაფი ღირს. ხუთი თეთრით! ...ან იქნებ ათითაც.
მე და დედაჩემი ჩავედით ამ ჟანგბადდავიწყებულ ქვეშეთში. გავიარ-გამოვიარეთ. თავს ტურისტივით ვაკანტურებ აქეთ-იქით. ლამაზი გამყიდველი გოგონა შევნიშნე. მსხვილი, ხვეული წითელი თმა ჰქონდა. სქელი ტუჩები. მსხვილი ნაკვთები სახეზე. კაი ფერზე იყო. მოგვიანებით სხვა გოგო შევნიშნე. ბევრად უფრო გამხდარი. სოფლელი გოგოს სახე ჰქონდა, მაგრამ მაინც ლამაზი. სოფლელი გოგოს გულუბრყვილო ეშხი ედგა თვალებში.
ცოტა კიდევ მივიხედ-მოვიხედე, გარშემო სულ ჩემი ასაკის გოგონებს ვხედავდი. უცბად გამიელვა. ვინ იცის, ზოგი თავისი სწავლის ფულისთვის მუშაობს აქ. ვინ იცის, ზოგი საერთოდაც ვერ სწავლობს, იმიტომ რომ აქ უწევს მთელი დროის გატარება. ჩემი ტოლი გოგონები, რომლებიც გლდანის ბაზრის ქვეშეთში აბრიალებენ ლამაზ თვალებს და ერთი სული აქვთ გული დღის სინათლემდე მიიტანონ. მათ, ნამდვილმა პროლეტარებმა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ცხადია ზედმეტია ჯონათან, მეც ასე ვფიქრობ მაგრამ და მაინც ორივე ზედმეტია
ეჰ, სამწუხაროდ ასეა ვინ იცის, ზოგი თავისი სწავლის ფულისთვის მუშაობს აქ. ვინ იცის, ზოგი საერთოდაც ვერ სწავლობს, იმიტომ რომ აქ უწევს მთელი დროის გატარება.
რამდენი ნიჭი და რამდენი სილამაზეა მიწისქვეშეთში და მიწისზედეთში შეუმჩნეველი რომაა
ცხადია ზედმეტია ჯონათან, მეც ასე ვფიქრობ მაგრამ და მაინც ორივე ზედმეტია
ეჰ, სამწუხაროდ ასეა ვინ იცის, ზოგი თავისი სწავლის ფულისთვის მუშაობს აქ. ვინ იცის, ზოგი საერთოდაც ვერ სწავლობს, იმიტომ რომ აქ უწევს მთელი დროის გატარება.
რამდენი ნიჭი და რამდენი სილამაზეა მიწისქვეშეთში და მიწისზედეთში შეუმჩნეველი რომაა
1. ,,სოფლელი გოგოს სახე ჰქონდა, მაგრამ მაინც ლამაზი. სოფლელი გოგოს გულუბრყვილო ეშხი ედგა თვალებში.''- :)
აქ ,,მაგრამ,, ზედმეტი ხომ არ იყო ? :)
,,სოფლელი გოგოს სახე ჰქონდა, მაგრამ მაინც ლამაზი. სოფლელი გოგოს გულუბრყვილო ეშხი ედგა თვალებში.``- :)
აქ ,,მაგრამ,, ზედმეტი ხომ არ იყო ? :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|