ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2019


რთულია მაინც

"სული საზღვარს გადასცდება ფრენით".
ტერენტი გრანელი

ვიხსენებ ახლა მე იგავს ქრისტეს:
ჰა, გამოვიდა მთესველი თესვად,
ბევრი მარცვალი გაღივდა კიდეც,
ბევრიც დაეცა ქვა-ღორღს და ეკალს.
რად ვქმნით ჩვენ მძიმედ სახილველ სურათს,
შემოქმედს რისთვის ვუცრემლებთ თვალებს,
გული ეკლებში რად გახლართულა,
რად ვუშლით ციურ სიცოცხლის მარცვლებს.
ასეა ხოლმე, ასეც მოხდება,
წინ ვერ მივდივართ, ნაბიჯს ვდგამთ  ვეღარ,
რადგან ტვირთია იგი ზოგჯერ და
ვემორჩილებით ზოგჯერ აზრს ჩვენსას.
კაცთმოყვარეა იგი უსაზღვროდ,
და უსასყიდლოდ გვაცხებს მალამოს,
სულებს გვირეცხავს, მაინც უნდა რომ
არ მოგვეახლოს ბინდი, საღამო
ჩვენ სულიერი უმკურნალებლად,
მისი მალამო გვაქვს ულეველი
რომ სულ იფხიზლონ სულის თვალებმა
და არვინ იყოს მათი მძლეველი.
ჰა, დაუდნობი ჯავშანი ჯაჭვის,
ჰა, ქრისტე — ფარი ბრძოლაში მტკიცე,
ჰა, "მტერი" მისით დაამხე, დაწვი,
მარადის იგი სულ შენთან იგრძენ.
რთულია მაინც, ზურგჩანთა მძიმე,
საჭიროებით, წესებით სავსე
მიგვაქვს, მივყვებით "გზას" გრძელს და ფიქრებს
და მეორდება უსასრულ ასე.
ჰო, გასცდებიან საზღვარს სულები,
მათ მისამართი უფლის იციან,
ნეტარებაა თუკი სრულებით
ამ დროს არაფერ ტვირთს განიცდიან.

რთულია მაინც.

16-19.08.2019







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები