ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2019


წადი, დაისვენე

შენს კალაპოტში ვდგავარ.
თევზებს ვდარაჯობ.
წყალი კოჭებამდე,
(ცოტა მაღლა.)
ასეთ უქარო ცხოვრებაში,
რომელმა ქარიშხალმა გადაგღალა?
ჩემთან სიცივეა. ძარღვებს ფერი აქვთ ცის.
ჭიშკრის გაქვავებულ მტრედებს ვერ დაგიფრთხობს
ღამე.
ჯერ ისევ ცრის.
წყალი იტოტება
მერე კვირტებს ისხამს,
კაბა დროშასავით უნდა ვაფრიალო.
შენ კი დაისვენე, ჩაწექი ბალახებში,
წადი, დაისვენე თვალებდარდიანო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები