ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
3 ოქტომბერი, 2019


Emily Dickinson - A Deed knocks first at Thought (1216)

ემილი დიკინსონი - პირველად საქმე მიმართავს ზრახვას (1216)

პირველად საქმე მიმართავს ზრახვას,
შემდეგ მოუხმობს ნებას მეგობრად,
ისიც საქმისთვის ბევრ რამეს ჩარხავს,
სიამოვნებით როცა ენდობა -

ქმედებად აქცევს; ხან უარს უთვლის,
ჩანასახშივე აშთობს - შექმნამდის
ისე უჩუმრად, რომ მხოლოდ უფლის
ყურისთვის არის კვდომა სმენადი.

3 ოქტომბერი, 2019 წ.



Emily Dickinson -  A Deed knocks first at Thought (1216)
       
A Deed knocks first at Thought
And then — it knocks at Will —
That is the manufacturing spot
And Will at Home and well

It then goes out an Act
Or is entombed so still
That only to the ear of God
Its Doom is audible —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები