ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
6 ოქტომბერი, 2019


გამოღვიძება ღრმა ძილიდან.

    დილის ათი საათია, ვდგავარ ფანჯარასთან და გავყურებ სამყაროს, რომელშიც მე არ ვარსებობ. ვიცი, რომ ყველაფერი ღმერთის შექმნილია მაგრამ თავად ამის გააზრება მიჭირს. გონებაში კი სულ ერთი და იგივე ფრაზა მიტრიალებს, დილის ათი საათია, საუზმე მზად არის, ხომ არ გინდა ფარდა გადავწიო? რა სისულელა ფარდა გადაწეული დამხვდა და შორით ნისლში ჩამალულ შენობებს გავყურებ. ეს სიჩუმე ჩემი აღმოჩენაა და ნელ-ნელა მგონი ვეჩვევი კიდეც. კი არ ვეჩვევი რეალურად მე გამოვიწვიე ეს სიჩუმე და ღრმადაც გაიდგა ჩემში ფესვები, არა ნამდვილად შევეჩვიე. სამყაროში კი სადაც მე ვცხოვრობ აღმოჩნდა, რომ მარტო არა ვარ. ვიღაცეებიც ცხოვრობენ, ჩვენ ვცხოვრობთ. ერთი წამით იმაზეც კი დავფიქრდი, რომ ეს ყველაფერი  ჩემი წარმოსახვის ნაწილია და გამოდის, რომ მე ღმერთი ვარ. წარმოგიდგენიათ მე თვითონ გამოვიგონე ყველაფერი, სადაც პატარა ნაწილაკებიდან დაწყებული უზენაეს ძალამდე დასრულებული თავად ვარ. ღმერთი ვარ, ნამდვილად ღმერთი ვარ. კარები გაიღო, ჯანდაბა მე ხომ მარტო არ ვარ. დაჭრილი ჯარისკაცი შემოყავს ადამიანს, რომელსაც პირველად ვხედავ. ისეთივე უსიამოვნო გარეგნობა აქვს, როგორი შეგრძნებაც დამეუფლა. შეგრძნებები, ემოციები ყველაფერი აქ არის გამომწყვდეული ჩემს შინაგან ოთხ კედელში. შინაგან სამყაროში ვერ ვიცხოვრებდი და ასეცაა, მარტო არ ვარ. "დაჭრილია... ბრძოლის ველიდან ცოცხალ-მკვდარი გამოვათრიე" რატომ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი მაინტერესებს, მაგრამ შეიცადეთ! "რომელ ომზე მელაპარაკები?! მე ხომ ამ ქალაქში მარტო ვცხოვრობ, შეუძლებელია რომ აქ ომი ყოფილიყო." გამახსენდა... რეალურად მარტო უნდა ვყოფილიყავი თან არავინ, მაგრამ ვარ და სხვებთან ერთად. დაფიქრება მინდა. მინდა ზუსტად გავიხსენო თუ რამდენი ხანია რაც ამ უზარმაზარ ქვეყანაში ეულად ვარსებობ. "რა დროს ეგ არის? ადამიანი კვდება" "იქნებ რაიმე გლობალური კატასტროფა მოხდა, აი როგორც უკრაინაში?!" ვკითხე უსიამოვნო უცნობს "ჯანდაბასაც წაუღია შენი კატასტროფა... ადამიანი კვდება"-ჯარისკაცს ხელი გაუშვა და ოთახიდან გავიდა. ყველაფერი სისხლით მიმოითხვარა, მგონი მოკვდა უკვე. ჩემს სიჩუმეს წერტილი დაესვა ისევე, როგორ ამ არარსებობას. ერთიც ამოისუნთქა და გათავდა. მის უსულო სხეულს გადავაბიჯე, რადგან ჩემი ყურადღება კედლებზე გაუბნეულად აჭრელებულმა გაზეთის ფურცლებმა მიიქცია. ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად იყო დათარიღებული. სამყაროს შექმნა, რელიგიური განხეთქილებები, ისტორიული ომები, საბჭოთა კავშირი, ლენინი, სტალინი, ეკონომიკური აღმასვლა და დღევანდელი იდიოტოკრატია. რატომ დავუშვი ეს ყველაფერი მე ხომ კეთილი ვარ?! გასაგებია, რომ მარტო ყოფნას ვარ შეჩვეული და ადამიანები ჩემგან მოშორებით გავუშვი, მაგრამ ვინ არიან ისინი ვინც მოულოდნელად ჩნდებიან ჩემს ოთახში?
  ისევ ოთახში გამომეღვიძა. დილის ათი საათია. კარები შემოაღო ქალმა, რომელსაც ნადვილად ვიცნობ, დედაჩემია. საინტერესოა, ნაცნობმა ფრაზებმა გაიჟღერა.
-დილის ათი საათია, საუზმე მზად არის, ხომ არ გინდა ფარდა გადავწიო?
-არა. (შემეშინდა)
  მე თუ ღმერთი ვარ მაშინ ჩემს მიერ შექმნილი სამყარო უბრალოდ ერთი ადამიანის სიზმარია, რისი გულისთვისაც არსებობს ყველაფერი. ჩემდაუნებურად რა სასაცილოა. ადამიანები ცხოვრობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ღრმად მძინავს და ჩემს სიზმრებს ისინი ქმნიან. წარმოგიდგენიათ?! თქვენი ცხოვრება ერთი ადამიანის სიზმარია და გეშინოდეთ იმ დღის, როდესაც მას გამოეღვიძება. იმედი მაქვს ეს დღეს არ მოხდა. არ მინდა ფარდა გადაწიოს, რადგან თავს დამნაშავედ ვიგრძნობ. მე ღმერთი ვარ, გეშინოდეთ ჩემი გამოღვიძების. არ არის კარგი, როცა მარტო ხარ, თუმცა არ ვარ ასე მადლობა ჩემს თავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები