| ავტორი: ჯავშანიძე ჟანრი: პროზა 7 ოქტომბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ნაგვის ბუნკერში გადაყუდებული, დაბადებიდან დაუბანელი ბავშვის, აბსოლიტურად ყველაფრიანი შიშველი ფეხები. საცხობიდან გამოსული ხვატი. ქუჩის კუთხეში, ადიალებში მოზელილი უსახკლარო ადამიანი. გუბეებით სავსე ქუჩა. ერთი მოთხრობა ბოტასებით ზედ ღვარსადენზე ვდგავარ და თბილისი სავსეა ნეხვით. თან გადმოდის. ჯიბეში ერექცია მიჭირავს, ორ კვირაზე მეტია არ მიტყნაურია. ფული არ მაქვს.
სახლში ფეხით თუ ავალ, ხვალ მონამზიდის მაგივრად მარშუტკით შევძლებ იმ სამსახურში მისვლას, სადაც ხელფასს არ მიხდიან. საფულეს ღილი ასძვრა. აწი აღარ დაიკეტება. ჩემი მართვის მოწმობის მეტი შესანახი შიგნით მაინც არაფერი დევს. მართვის მოწმობა და საფულე ერთმანეთს უფუნქციობაში ეჯიბრებიან. ნახევარ კაცი ვარ - საფულე მაქვს, ფულიღა მაკლია. მართვის მოწმობა მაქვს, მანქანა მაკლია. ხურდას საჭმელში თუ დავხარჯავ, მეშვიდეზე ლიფტით ვეღარ ავალ. მერე რა. მთელი ბავშვობა, ათი წელი, ლიფტი სულ არ იყო სადარბაზოში. სულ ფეხით დავდიოდით.
გამახსენდა, რომ სახლში საჭმელი არაფერი არ მაქვს და ეს ხვალინდელ ტრანსპორტირებაზე უფრო მნიშვნელოვანია. საცხობში მსუქანმა ქალმა ლობიანი მომაწოდა, რომელსაც დავრწმუნდი რომ მისი ოფლით მოზელილი ლობიო ჰქონდა შიგნით. გამხმარი ლობიანი ზურგჩანთაში ჩავდე. გატეხილი ჟოლობის ქვეშ წვიმის ტალახიანმა წყალმა გადამიარა.
მკითხეთ ჩემს ოცნებებსა და ნაციონალისტურ განწყობებზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არ ვიცი. ოცნება აწი პოლიტიკური მცნებაა არ ვიცი. ოცნება აწი პოლიტიკური მცნებაა
1. ერთი მოთხრობა ბოტასები :)
რაზე ოცნებობთ ?- გკითხეთ :)
ერთი მოთხრობა ბოტასები :)
რაზე ოცნებობთ ?- გკითხეთ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|