| ავტორი: გულიანა ჟანრი: პოეზია 8 ოქტომბერი, 2019 |
შენს გამო არის დედამიწას მე რომ ვარსებობ. გამომიძახე მაშინ როცა ყვავილნარს ვრწყავდი; ამის გამოა, რომ მე დიდად აღარა გჩემობ;- შენ ცხრამთას იქით გამამწესე, "სიკვდილის" გავლით. გზა, დედამიწა. დაშვება კი "სხვა სამყაროა", კვირტებდამსკდარი აპრილია, ყვავილებს ბარდნის; მარტო ვარ... სივრცე აღარ იყო უზადო,სუფთა, ვტირი რომ სხეულს ვერ ვიფარდებ სულმიერ თვალით. ამიტომ ვცდილობ ჩავეტიო საკუთარ მეში... თითქოს არ კმარა, გავეცანი უკვე არტახებს.... იმ დღიდანაა ყველაფერში, იმ ბაღს რომ ვსახავ, და მისი ეშხი, მიზდევს სიტყვებს,კალმით ნაქარგევს. ეს სამყაროა! მე მოგიხმობ, მინდა რომ იგრძნო, ამოუხსნელად სასურველი ელით და ფერით, ყველა მეორე ღმერთი არის...განკაცდნენ უბრად, ვგონებ რომ მათში მრავალსახედ გარდაიქმენი. გარდამავალი დრო,დროშია; სარკმელი ოთხი. ახლა, ფარდაზე ფერადობა ბევრზე მეტია... ხვალ და ზეგ დღენი მომიტანენ არნახულ ხვედრით, სპეტაკს,ფიფქივი უსაყვარლეს თოვლის მანტიას. დღესკი ფოთლებში,წარმოშობილ გზებზე ვბინადრობ; თითქოს ჭრილები მე შევუქმენ რაც აბადია; მე, მომიტევე თუ ეჭვები შექმენი შენში, და მცდარმა ფიქრმა ერთგულება არ გაპატია! მზე რომ ამოდის და ფეხს იდგამს ციურ სხეულზე, ყველა ხარობს და უხარიათ;-მისით დარია. სხივთა ლამაზი შემოსვლა აქვს...ნაზი, სათუთი, მერე კი, სადღაც, დანთებული ცეცხლის ალია!!! ცის დედოფალი, ღამის მსხვრევი, მთვარეს მოვახშე, სულგაღებული ვარსკვლავების მაორთქლებელი... მის მცხუვარებას და თაკარას აბა ვინ აქებს, თუ კი ჩრდილებით არ მოითქვენ ხორცი ვნებული? და მიდის ასე ნანატრი მზე, სხივსხივ აკრეფით, ღამე შობადობს თავის სხეულს კუპრშემჩნეული, მკვეთრდება მთვარე, ვარსკვლავებიც ჟრიამულს ქმნიან, მზე კი სხვა მხარის ნათელს გაჰყვა სხივმორეული. მისტიურია ამ სამყაროს სვლა და სამარხიც. წამით წუთები,წუთით დრო და დროით დროება. გზას მიუყვება თავისთავში თავის მსურველებს, და არავისთან უფიქრია ზავის დადება.
შენს გამო არის დედამიწას მე რომ ვარსებობ. გამომიძახე მაშინ როცა ყვავილნარს ვრწყავდი; ეს ფეხადგმული მუზებია რასაც მე ვჩემობ მისით რომ ცხრამთას გადალახავ "სიკვდილის" გავლით. ვწერ და საწერელს არ ელევა თავის მისტიკა, ვწერ და ლაბირინთს ვხსნი სიმების რხევით და ძრავით. სულ არსაიდან,არსაიდან ისმის შენი ხმა, მაგრამ ყველაფერს შენიდან აქვს ბოლო და თავი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. :) გმადლობთ. :) გმადლობთ.
7. ბოლო წინადადება წამყვება ალბათ დიდი ხნით +5 ბოლო წინადადება წამყვება ალბათ დიდი ხნით +5
6. ასეა.. გმადლობთ ნ-ი-კ--ი. გაიხარეთ. ასეა.. გმადლობთ ნ-ი-კ--ი. გაიხარეთ.
5. მისტიურია ყველაფერი, მისტიური
გულიანად მოგიკითხე გულიანა :) მისტიურია ყველაფერი, მისტიური
გულიანად მოგიკითხე გულიანა :)
4. ))გმადლობთ რომ მესტუმრეთ.
))გმადლობთ რომ მესტუმრეთ.
3. რატიანის "მამები "მომწონდა მე კიდე სულელს (( რატიანის "მამები "მომწონდა მე კიდე სულელს ((
2. თუ ხელოვნების ყველა სხვა დარგს მიეტევება მასალის სიჭარბე პოეზიისთვის ის კრახის მომასწავლებელია.... თუ ხელოვნების ყველა სხვა დარგს მიეტევება მასალის სიჭარბე პოეზიისთვის ის კრახის მომასწავლებელია....
1. გულიანა , მომეწონა . მიუხედავად იმისა რო მსგავსი მეტყველება არ მიყვარს , აქ მომეწონა .ნუ რაღაც ფრაზები არა , რაღაცა ცოტა , რაღაცა მეტად . იმის გამო რომ რითმა გამოვიდეს , ცოტა ნაწვალებ- ნაძალადევსაც ჰგავს ადგილებში . საინტერესო ფრაზები იყო ასევე და მოკლედ ქულები ჩემგან . გულიანა , მომეწონა . მიუხედავად იმისა რო მსგავსი მეტყველება არ მიყვარს , აქ მომეწონა .ნუ რაღაც ფრაზები არა , რაღაცა ცოტა , რაღაცა მეტად . იმის გამო რომ რითმა გამოვიდეს , ცოტა ნაწვალებ- ნაძალადევსაც ჰგავს ადგილებში . საინტერესო ფრაზები იყო ასევე და მოკლედ ქულები ჩემგან .
|
|
მონაცემები არ არის |
|
|