ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ტაბო88
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2019


მიზანი

მე მოვიპოვე შენთან სიმშვიდე უბადლოდ,
აღარ მაძინებს ღამე განათებული ვარსკვლავით,
ოდესმე შევძლებ ტკბილად მოწამლულ გონებას,
გავცე პასუხი ოდითგან დაძრული მშვენებით.

მისთვის შექმნილი არ მენანება სურვილი,
ყოვლად ჩვეული კარს უკან მდგომი, შემოსაშვები
რომ არ ეგონოს, მე ვიყო ზედმეტად მკაცრი
უხეში მამაკაცურად გადაზნექილი რგოლი.

არ შემიძლია მსწრაფ შევწვდე მას აღელვებული,
თვითონ თუ არ აუკიაფდა გული მჩქეფარედ,
რაც ჩემვთის ოცნების გარეთ გაუვალია,
მაგრამ უბრძოლოდ დანებება რა კაცის საქმეა.

ვერ მოვისვენებ თუ არ დავისჯი ბოროტად,
ჩემი იმედის საპირისპირო მხარეს რჩეულად,
ის ხომ ახერხებს ფიქრთა ნაკადის უტიფრად,
მოქცევას გაუვალ მიდამოში სასჯელის სახით.

რასაც თუ შევუშინდი, აზრი გაქრება ყველაფრის,
და მე გადმოვხედავ ცხოვრებას მწუხარედ,
სარკის ანარეკლიდან თვალ-ცრემლიანი მოხუცი,
ვინც ვერაფერი შეძლო თავის ყოფაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები