ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აირუბექ ოგაი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2019


კარადა


„**  **“-ს

ეს კარადა ხისგანაა დამზადებული,
მაგრამ მასში თიხის ჭურჭელიც ინახება.
თიხა ხომ პირველს ნიშნავს...
ამ კარადას ორი ნატოტარი აქვს,
მე კვირტს ვეძახი,
ორივე ერთმანეთის გასწვრივაა,
მრგვალი, დიდი, ფაფუკი და მოშრიალე.
ზედ გვირგვინად ამხედრებულა ორი კვირტი.
როცა მომშივდებს
მინდა ამ კარადას დავეწაფო,
თითოეულ კვირტს მინდა მივადო ბაგე
და კვირტიდან ნაჟური მოვწოვო,
თითქოს უკვდავების წყაროა მასში.
კარადას ერთი სპეციალური ადგილი აქვს,
თითქოს ორი ზღვაა, ერთმანეთთან ახლოს,
რომელზედაც საბაგეო ვარჯიშების ჩატარება შეგიძლია.
მინდა ამ კარადის ნაჭრით დაფარული უჯრა გამოვაღო
და მასში ჩემი
გრძელტოტა შარვალი შევდო.
რა სიამოვნებაა,
როცა გრძელტოტება შარვალი,
დაუთოებული და გაწკრიალებული,
სპეციალურ ცელოფანში ჩაკაპიწებული
თავის ადგილზეა და არა სადმე, სკამზე მიგდებული...
ფეხებიც გრძელი და ჟრუანტლისფერი აქვს კარადას,
მინდა გავწმინდო, მტვერი აქვს მოდებული.
იქვე გრძელ ფეხებს შორის არის ნაუჯრალი,
იქაც მინდა შევდო ჩემი
ერთი გრძელტოტება შარვალი,
რომელიც გაკრახმალებულია და ვერ დავკეცე,
ჰოდა დაუკეცავად შევდებ თავის ალაგს.
კარადასაც კი ჰქონია ჭიპი,
სადაც ვისკს ვასხამ და მერე კი იქიდან ვხაპავ.
ბოლოს ისევ ამ ორ,
დიდ, მრგვალ, თბილ, ფაფუკ და
მოჟუჟუნე კვირტებს შორის
ჩავრგავ თავს და დავიძინებ,
ბალიშიც არ მინდა...
მერე გავიღვიძებ და იგივეს გავიმეორებ,
ან სხვა კარადას მივადგები.
მინდა ასე იყოს...
ამითი განსხვავდება კარადა სტენკისგან,
მიხვდით?
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები