ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 ოქტომბერი, 2019


მერაბ კოსტავას გახსენება

1989 წლის 13 ოქტომბერს, ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან, ტრასაზე თეთრი „ნივა“ ამოტრიალდა; მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო, მაგრამ ბორითთან ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაღუპვის ამბავმა, თბილისამდე ძალიან სწრაფად ჩამოაღწია, მთელ საქართველოს მოედო და დღემდე პასუხგაუცემელი ბევრი კითხვა გააჩინა, იმაზე, ერია თუ არა მერაბის გარდაცვალებაში ავისმზრახველის ხელი. მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თვალს თუ გადავავლებთ და ჩვენს დღევანდელ ყოფას ბოლომდე გავიაზრებთ, ეჭვები საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის.

განვლილი, სამაგალითო ცხოვრების გამო, სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეულ მერაბ კოსტავას, სიკვდილის შემდეგ ქართველმა ერმა ეროვნული გმირის ტიტული არგუნა და მთაწმინდის პანთეონში მიუჩინა განსასვენებელი.

30 წლის წინ ავტოკატასტროფაში მერაბთან ერთად, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერები - თამარ ჩხეიძე და ზურაბ ჭავჭავაძეც მოყვნენ. ისინი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდნენ.
მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ - ანუ დეკემბრის თვეში, ზურაბ ჭავჭავაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.


1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა სულ რაღაც ორი-სამი თვის დაწყებულია.

თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“

ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო.

ისევ ავბღავლდი ხარივით,
მტკივა ქართული იარა,
არ დააყაროთ მარილი,
შველა მსურს, სხვა რამ კი არა.

რამე ისეთი მიმღერეთ
გულზედ მომხვდეს და წამლეკოს,
მახსოვს დედაც კი სტიროდა,
როცა ვმღეროდი „შავლეგოს“.

ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მერაბისა და ზვიადის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“ მეც დღემდე ვაგრძელებ ქრისტესმიერ ძმათა გზით სიარულს.

ზვიადი და მერაბი

„ერთადერთი სამშობლო დღესაც ერთადერთია!“

მორის ფოცხიშვილი

ზვიადი და მერაბი,
მერაბი და ზვიადი,
პირნათელი წავიდა
ღმერთთან ორი დიადი.

რა არ ნახეს ამქვეყნად,
რა არ გამოიარეს,
ერთად საქართველოსთვის
ბეწვის ხიდზეც იარეს.

ჩვენც - მიმდევართ მათი გზის
გვსურს ამ ერის დიდება,
ჩვენც მათსავით განვიცდით,
თავგანწირვა გვინდება.

ვწერთ და ვეტრფით მათსავით
საქართველოს ერთიანს!
„ერთადერთი სამშობლო
დღესაც ერთადერთია!“

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები