ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2019


ჩემი პოეტი

უკრავდა წუხელ ქარი ვივალდის,
ეხეთქებოდნენ ფანჯრებს რტოები.
ზომავდა მთვარე ჭერის სიმაღლეს
და მაჯისცემას განმარტოების...
ლოღნიდა ხსოვნა დღეებს ნაობარს,
ხატავდა ლამფა ხეთა აჩრდილებს.
ფიქრი იმაზე აღარ დაობდა,
რაც დავიწყებას გადავარჩინე...
ტანცარიელი იდგა კარადა,
მოგონებების ვრცელი სარჩევით...
ის სამეჯლისოც მახსოვს, არა და,
ზურგსუკან ჩურჩულს ასე ნაჩვევი...
უკრავდა წუხელ ქარი ვივალდის,
ჩემს ფიქრებს სჭირდათ მიეთ-მოეთი.
რა შუაშია ჭერის სიმაღლე?..
ლექსს წერდა სევდა, ჩემი პოეტი!
15.10.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები