ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2019


ლექსებს ვის ასწავლით

აქ, ვარსკლლავები არსად არ ჩანან..
ივსება ჩრდილი მთვარის ნატურით
და ოქტომბერში ღია ფანჯარას,
დასჯილი ბავშვის კარიკატურით,
აწყდება ქარი "თითისწვერება,
და იკარგება სივრცე სრულებით
ღამეში სამჯერ მომეფერება!
თმაზე საათის მიმართულებით..
ღამეში ოცჯერ მომეკოცნება,
შემობერილი ქარი-მეძავი
მექნება სიცხე! როგორც ოცნება
ტანსაცმელივით დაუკეცავი.
იქნებ შენც ნისლთან ერთად მოცურო
და მიხვდე როგორ მინდა განახო
რომ ახლა, ლექსებს,უფრო ვლოცულობ.
ვიდრე ვწერ. ვიდრე სული მკარნახობს.
ჩრდილებს ირეკლავს მთვარის ნატურით
გადაცრეცილი ძველი "კამოდი"
და მარტოობის კარიკატურით
რა აბდა-უბდა ლექსი გამოდის
აქ ვარსკლავები როცა არ ჩანან
და იკარგება სივრცე სრულებით.
მაქვს პოეზია - ღია ფანჯარა,
და ოქტომბერი
დანიშნულებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები