ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2019


მთვარე და მზე

მთვარეს და მზეს ვინც შეეხო,
მხოლოდ თავი მოიტყვილა;
ცა, სულ ამას გულისხმობდა,
როცა  ზეცის ცრემლებს ჰყრიდა.

დედამიწის ორი თვალი,
დღის და ღამის სარკმელიდან,
მათით ლექსში მუზა ჰყვავის
და ტრფიალით გაჯეჯილდა.

სივრცის მიღმა აურაცხელ
სათაყვანოს ნახავს თვალი.
მაგრამ ცაზე დანთებული,
მთვარე და მზე, სულ სხვა არი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები