ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: აირუბექ ოგაი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2019


ქვასაც აქვს გრძნობა


ქვასაც აქვს გრძნობა,
ისიც ტირის.
საკუთარ გალავანს გარეთ
არ გამოდის
ცრემლები მისი.
ამიტომაც იბზარება,
მერე კი სკდება ის ქვა
ძლიერი და მკვრივი...

ცასაც შეუძლია ტირილი!
ვინც ტირის ყველას გული აქვს.
გული აქვს ოღონდ სიყვარულით გაჯერებული
და არა ცხიმოვანი ნივთიერებებითა
და ხელოვნური დამატკბობლებით,
როგორც ეს საჭმელ-სასმელს აქვს ხოლმე.
ცაც ტირის, როცა უჩუყდება გული...
თავს ზემოთ ძალა არ არისო,
ვიღაც ჭკვიანი სულელის ნათქვამია იგი.
განა ყველზე მეტი ძალა
ამ გულჩვილი ცის დაჭერას არ უნდა,
თავზე რომ არ დაგემხოს ის?..

რამდენი მინახავს ცრემლით გაკაწრული
ქვა მკვრივი და უტყვი,
რამდენი მინახავს მოკლე კაბიანი,
თუ გრძელკაბიანი გაკაწრული ვარდის ეკლით,
რომელიც პაემაზე აჩუქა „მიჯნურმა“,
მაგრამ სხვისი შეცოდებით ნატირალი
მე მხოლოდ ქვა და ცა მინახავს.
ან იქნებ ვცდები და დაკრძალვებზე
სხვისი შეცოდება გვიღრღნის თვალს
და გუგებიდან ამოინთხევა ცრემლები,
მაგრამ ის ცრემლები ისევ შენი თვის სიყვარულია,
იმის რწმენა და იმის გაელევბა,
რომ შენც ასე დაგიტირებენ
მაგრამ ყველა საკუთარ თავს გამოიგლოვებს მაშინ.

რამდენი მინახავს მე ბროწეულისფერი
სისხლი დანთხეული გზაზე,
რამდენი მკვლელი და რამდენი ქურდი
შემხვედრია და გამიგია მასზე.
ქვას ჩვენ ვხდით მკვლელად,
როცა ვქოლავთ ვინმეს,
თორემ ქვა თავისთვის აგდია და ტირის,
ტირის, იცრემლება „გულიანი„ ადამიანის უგულობაზე.
და ტირის იმიტომაც რომ თავისი სახე
ვიღაც ადამიანის ბროწეულის აფეთქებული ყვავილისფერი
სითხით აქვს დაფარული,
ანუ უნდობია ადამიანი,
როცა ქვაც კი ინდობს ქვას
და ცაც კი ეფერება ღრუბელს
და გულში იხუტებს მას!

იაგო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს