ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დევი
ჟანრი: იუმორისტული
25 ოქტომბერი, 2019


მითხარ, ჩემო ტკბილო ბიჭო

მითხარ, ჩემო ტკბილო ბიჭო,
რა გაკადრო მე უნიჭომ?
გინდა შენზე ვწერო ლექსი?
იქნებ გიჯობს ჩემთან .....?
რომ არ დავარღვიოთ რითმა,
თვითვინ ჩასვი რაც ვერ ითქვა.
ასეთ საღადაო ლექსებს,
მე უგულოს ვარქმევ ტექსტებს,
სინამდვილე უფრო სხვაა
და ამ სხვაში თითქმის ზღვაა,
სიტყვით ვერნათქვამი გრძნობის,
და სურვილის შენთან წვდომის.
იცი, მთლად ნუ დაიჯერებ,
რომ უმზეოდ ნახავ ჩეროს,
ჩემ სახლს კედლები აქვს თმენის,
დაფარულან მძიმე ჭერით.
მსურდა მაშინ და მსურს ჯერაც,
რომ მესმოდეს გულის ძგერა,
მკერდის შიგნით მიმალულის.
ვიცი, ყველაფერი მესმის,
არ მსურს გადავიდე წესებს.
ყველაფერი ისე არის,
ალბათ, როგორც უნდა იყოს.
მაგრამ უდღეური წესი
მე სიყვარულს ვერ ჩამიქრობს.
გულთან ახლოს ნუ მიიტან,
ყველაფერი გავაბუქე,
ვარსკვლავებს ნუ მიენდობი,
მათ ყალბ და ციმციმა შუქებს.
განა მე რა მომიტანა,
დარდისა და ცრემლის გარდა?
ისევ იმას ეთაყვანე,
ვინც  ჩემამდე შეგიყვარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები