ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2019


ვლადიმირ ვისოცკის

რამდენი დაწერე ლექსი თუ სიმღერა;
რამდენი დატოვე როლი და ღიმილი;
რა ქალებს უყვარდი,ჯერ გამოშვებული
ერთიც რომ არ გქონდა ფირფიტა ვინილის,
ცინიკურს, მხიარულ, ნიჭიერ თავნებას
შენით გაკვალული გერჩივნა ბილიკი.
ზღვები გიზიდავდა არვისგან ნავლები
ცხრა მთა გადალახედა ისე, უშიშრად დასერე
მრავალი უვალი  ტბა-სერი; ცხრა ტევრი-
თავის დასაცავად თოფიც არ დატენე
შემოგხვდა დიდების მწვერვალზე სიკვდილი
-ათასი რჩეული  სიცოცხლის დამტევი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები