ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2019


მინიატურები

***
დრო - გაცვეთილი პირადობა,
განწყობა - ფოთლები ქარში...
ზის მოწყენილი სიმარტოვე,
თითებს ხან შეკრავს, ხან გაშლის...

***
მოდი, ჩავუსხდეთ ხსოვნას და
უერთმანეთობა მოვარიგოთ!
მე დარდს დაგისხამ, ორნახადს,
ასე ყელგამშრალი რომ არ იყო...

***
ჰგავდა ბებერ მეეზოვეს
ქარი, ფოთლებნაქუჩი.
მიმოყრილი შეეცოდა,
გაუხვია სხვა ქუჩით...

***
სევდა დირიჟორობს? არა, სულაც,
ფანჯრებს თვალს ვარიდებ, ავდრებიანს.
ალბათ ერთი ამბის დასასრულს ჰგავს,
გზები მგზავრებს როცა ბარდებიან...

***
„აბირჟავებს“ ქარი გარეთ,
ჩემს მიხურულ ფანჯრებთან.
შევხვდი, მერე გავიარეთ,
თავიც კი დამაჯერა...

***
ფიქრები საფოსტო მტრედებივით
ვაფრინე წარსულში გზავნილებით.
წლები ჩვენთან ერთად ბერდებიან,
ჩვენი სიყვარულით დაღლილები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები