ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2008


უსათაურო


* * *
მე, რა თქმა უნდა, მთავარს ვმალავდი...
და, თუმცა, ნაბიჯს დგამდი გაბედულს,
სიყვარულს როგორ მოიპარავდი-
ჩემს სულში შვიდი ბეჭდით დაბეჭდულს.
ღამეს ართობდა მთვარის ბალადა,
თუ... ნაგროვები ტკივილი პეშვით;
ან ღამეს როგორ მოიპარავდი-
ჩემი სიზმრებით ბოლომდე შეშლილს.
ტკივილი იყო... და, რა თქმა უნდა,
მე ტკივილს მთელი გულით ვმალავდი,
შენ კი... შენ მიწის მტვრიდან მოხვედი
და ტკივილს როგორ მოიპარავდი.
1996.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები