ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2019


შემოდგომის მინიატურა

ეთბილათ თვალებს ფერადი სივრცე,
მზე ქარგავს ტყე-ველს ოქრონემსულით.
დღე ფოთოლცვენის ჩამიჩუმს ისმენს,
გადაყვითლებულ ტევრში შესული...
მაინც არ სჯერა ფერსავსე არეს,
რომ იცის კვდომამ ასე წინათქმა.
ქუჩის ქარები დაძრწიან გარეთ,
ოქროს ეძებენ, მზე რომ ინახავს...
30.10.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები