ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2019


მჭირდები

ცაში ცივა,
ცა ნაცრისფრად მუქდება.
ვფიქრობ ბევრს და დავასკვენი, მჭირდები!
დარდმა უცებ ამიკანკალა მუხლები,
გულმა სისხლის დამაცალა მჭიდები.

თქმულა, რაზეც ბევრს ფიქრობ ის ხდებაო.
მე კი ვფიქრობ შენი სუნთქვის დათვლაზე.
მინდა ჩემს გულს შენი გული ებაროს,
მიმებინდოს სიზმარი შენს კალთაზე.

ახლა ვაცმევ ჩემს სულს ღამის სიფხიზლეს.
მშვიდი ძილი შენზე ფიქრში გავცვალე.
მას მერე რაც პირველად მიმიზიდე
ვკენკავ ფიქრებს, შენზე, ბოლო მარცვლამდე.

ვერ ეტევა დარდი ამ ჩემს სხეულში.
ფიქრით ვბანე შენი მოსვლის ბილიკი.
სანამ ჩემში სიკვდილზე ფიქრს შევუშვებ
იქამდე მინდა მოხვიდე და პირიქით

გამიცოცხლო იმედი და ჩაყარო
ჩემს სხეულში სიყვარულის მარცვლები,
თორემ ისე, ეს წყეული სამყარო
გაცვდება და მეც ასე დავმარცხდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები