ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნანა ჯაიანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 ნოემბერი, 2019


* * *

-რა ლამაზია, დე შეხედე!
-რა შვილო?(გამოეღვიძა ღონე მიხდილ დედას)
-შენ რა ვერ ხედავ? მწვანე მინდორს,პეპლებით,ყვავილებით,მოკისკისე ბავშვებით,ნუთუ ვერ ხედავ ამ სილამაზეს?
-რას ამბობ გოგო, ნე გადამრიე!(კივის შვილის საცოდაობით დამწვარი დედა, დედა რომელსაც ამის მოსმენას სიკვდილი ერჩივნა!)
-თოვლი მოდის,აი ნახე თოვს!
-არა შვილო, გონს მოდი არ თოვს!
-კი დე თოვს და ახლა მეც შემცივდა.
-არა არ გცივა! (დედა მხურვალე გულით უთბობს გოგონას გათოშილ სხეულს.
-კარგად ვარ დე,უბრალოდ თოვს.
-შვილო ფერი არ გადევს!(წივის დედა)
-ნუ ჩაიცვამ დე შავებს, გაზაფხული დადგება მალე!
გაიღიმა გოგონამ და თვალები დახუჭა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები