ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: კობე
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2019


უდაბნო

პლანეტის ნახშირი, ცხელი ქვიშა ხშირი
ოდეს მოზვავდება ტალღების მსგავსებით -
გაისრიალებენ გველების ლანდები.
ცეცხლით უძღები ხმელეთის ფერფლის
უდაბნო ოქროსფრად ბზინავს.
ცეცხლით ევსებათ დრაკონებს
მოდუნებული ქშინვა.
მძიმედ ქრის ხორშაკი - გახსენებს წარსულს.
სტიქია გტეხავს და გიბეჩავებს გულს.
შორს იგუდება ლომების ღრიალი,
უსაზღვროდ გრძელდება შიშების ტრიალი.
გველი დაგსისინებს არწივად ქცეული,
სამყაროს შეეჩეხე, გახდი გარეული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები