| ავტორი: ჯავშანიძე ჟანრი: პოეზია 4 ნოემბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
საზოგადოებაში ადგილის პოვნა საკმაოდ რთული დავალებაა. ბევრი ჩვენგანი, ან, შესაბამისად სხვაგანი, ამ დავალებას მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძვის და უმეტესად მაინც ხელმოცარული მიდის ხოლმე იმ ქვეყნად.
ბავშვობაში ხან მამას ვბაძავდი, ხან დედას. ხანაც უფრო მამას. ბევრი ლაპარაკი ახლაც არ მიყვარს და თუ რაიმეს ვამბობ, მინდა რომ გააზრებული ნათქვამი იყოს.
მერე თინეიჯერი გავხდი. მაგ დროს მშობლები ბანძები არიან. შენთვითონ ყველაფერი იცი. ხან რაღაც წიგნზე ჩაიციკლები და იქიდან აზიარებ ციტატებს ფეისბუკზე, რომ ნახეთ ვიღაც სამხრეთ ამერიკელ ავტორთან რამდენი საერთო მქონიაო, ხანაც რომელიმე მომღერალზე და ახლა იმის პოსტერებით ააჭრელებ შენს კედლებს, რვეულებს, ტელეფონს და მის მუსიკას მთელს სამეზობლოს ასმენინებ ბოლო ხმაზე. ცოტა უფრო ღრმად თუ შეითხრი ტრაკში პეროს, იტალიელ რეჟისორებსა და პოსტმოდერნიზმზე დაანძრევ. იტყვი, რომ მაგალითად, ბერტოლუჩის ფილმები სულ სხვა დონეა.
ეს ყველაფერი კი იმას ემსახურება, რომ საკუთარი თავი იპოვო, და შემდეგ საზოგადოებაში დაიმკვიდრო. მე კომპიუტერული თამაშები და ემინემი მევასებოდა, მაგრამ ის საზოგადოება, რომელიც ჩემს ინტერესებს იზიარებდნენ, სრულიად მიუღებელი იყო ჩემთვის.
20 წლის ასაკში, როცა გავიაზრე რომ საზოგადოებაში ჩემს ადგილს, დიდი ალბათობით, ვეღარსად ვიპოვიდი, დაახლოებით ისეთივე შეგრძნება მქონდა, როგორც 18 წლის ასაკში, როცა გავიაზრე რომ ჩემი პენისი ამაზე მეტად აღარასოდეს გაიზრდებოდა, და რაც იყო, ეგ იყო.
ხალხთან გაუცხოვებასა და მუდოიზმში - რასაც ალმოდოვარ-წაკითხული ყლეები რამე უფრო რომანტიკულს დაარქმევდნენ - დიდი ხანი გავატარე და ლამის შევეგუე ბედს, რომ საერთო თითქმის არავისთან მქონდა.
მაგრამ ერთ დღესაც მონამზიდის კარი გაიღო, ვაგონში ჩემხელა ბიჭი შემოვიდა. ცუდად არ იყო ჩაცმული, მაგრამ ჰაბიტუსზე ეტყობოდა მათხოვარი იყო. ქუდი ისე მოიხადა, როგორც მთაწმინდაზე გაზრდილმა ძველმა ბიჭმა, ხელში მოიმარჯვა და ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი:
- ხალხნო, ფული მინდა, ფული!!! ფული მინდა ხალხო!!! ფული მინდა!!!
მე მარტო არ ვიყავი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ))) ამ ნაბიჭვრებისგან კარგ რამეს გამოიყვან. როგორც წერ კაია ))) ამ ნაბიჭვრებისგან კარგ რამეს გამოიყვან. როგორც წერ კაია
1. კინო-კადრი იყო ბოლოს, შეგიძლიათ გაყიდოთ :)
კინო-კადრი იყო ბოლოს, შეგიძლიათ გაყიდოთ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|