ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2019


წერილი პეტრეს

წერილი პეტრეს

გინდა აგვიმღვრიო ფიქრის ნაპირები,
ანაფორებშიც ჩასახლდი მრავლის,
გინდა გაწყვიტო ის ხავსიც ქვაზე,
რასაც ვეძახით ჩვენ ძაფებს რწმენის.

ჩვენ ანაფორას ვემთხვევით ყველას,
ის თავის თავში გულისხმობს კეთილს,
მაგრამ ვერ ვიტანთ თუ კაცი მელა,
ჩვენს ცნობიერში თვით კეთილს ებრძვის.

არ მაქვს უფლება განვიკითხო მე უმდაბლესმა,
არც ერის კაცი, მით უმეტეს მსახური ღმერთის,
არც მაქვს სურვილი, რაც არ ვიცი ვინმეს ვაბრალო,
მაგრამ დღეს ნათლად დავინახე ღაღადი ავის.

შენ არ გაბრალებ, ბრძოლები გაქვს შენ ჩვენზე მეტი,
მაგრამ გირჩევდი ამ დაცემით იწამე ღმერთი,
მე ჩემსას ვიზამ, სხვა თავისას, შენ შენი ქენი.
დედამიწაზე ჩვენ გვყავს ილია
და ცაში მეფობს მაღალი ღმერთი.

ნუ დღეს დამარცხდი საკუთარ თავთან,
ქვეცნობიერმა ამოხეთქა შადრევანივით,
მაგრამ ქართველ ხალხს თუ იცნობ კარგად,
გულწრფელ სინანულს ვერ ერევა
შემცდენი შენი.

ჯერ პატრიარქი შეგინდობს ალბათ,
რასაც ხალხისგან პატიება მოყვება წლებში,
შენი არ ვიცი დიალოგი საკუთარ თავთან,
ღმერთმა შეგინდოს მთავარია საზვერის კართან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები