ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2019


***

***
იმ ღამით, როცა 
თბილი შემოდგომა დამთავრდა და
პირველად აცივდა,
იმ ღამით, იმ პირველი ცივი ღამით,
მე და ჩემი ძმა
ვისხედით სამზარეულოში,
წყნარად,
არ ვეჩხუბებოდით ერთმანეთს:
ხელი გაწიე!
პლედი ჩემია!
თმას ნუ მქაჩავ და ეგეთები...
და არც ტელევიზორის გადართვაზე ვჩხუბობდით,
ვიჯექით წყნარად და
არ ვიცოდით სად წაგვეღო ხელები, ფეხები, თვალები...

იმ ღამით,
სანამ მამა, ჩვენს უმცროს ძმას დასაძინებლად წაიყვანდა,
გვითხრა,
რომ დედა
ჩვენგან წავიდა,
რომ ხანდახან
ამდაგვარი ამბებიც ხდება,
რომ დედები,
(ან მამები)
ცაში კი არა,
უბრალოდ,
სხვა სახლებში
გადადიან...


2019. 3. 11.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები