ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2019


ღამესავით დღე

სწორედ ასეთ დღეებზე იტყვიან,  დღე კი არა, ღამეაო...
შორი გზიდანაც მოვლენ  ჩემი მეგობრები
გაიხსენებენ,  როგორი  ადამიანი ვიყავი
როგორი  ალალი და უბოროტო
მერე ერთმანეთში იხუმრებენ
მოსაგონარს დალევენ და
გაუყვებიან გზებს სახლებისკენ.
არავინ გადამეფარება  სამარის  პირთან,
არავინ მოისურვებს  რამე შეცვალოს!
ვერავინ შეუმსუბუქებს ტვირთს ჩემ ცოლს
ვერ გულგახეთქილ შვილებს.
ვერც  დედას,  მძიმე ტვირთაკიდებულს...
მოვლენ,  მომიგონებენ, თავს გადააქნევენ და იტყვიან:
ეჰ, ესაა ცხოვრება?
ჰო ასეთია ცხოვრება.
რას ვიზამთო...
ამასაც საკუთარი თავების სანუგეშოდ იტყვიან,
თორემ
მე არავინ გადამეფარება სამარის  ღია პირთან.
ის მე უნდა ამოვავსო...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები