| ავტორი: ჯავშანიძე ჟანრი: პროზა 7 ნოემბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ხალხს ათასი ყლეობის სჯერა. რისი აღარ სჯერა? ყველაფრის სჯერა!
რაც უნდა იმის სჯერა! რაც არ უნდა იმისაც სჯერა! რისაც ეშინია იმის ხომ სჯერა და სჯერა! ათეისტებს უკვირთ ხალხს ღმერთის როგორ სჯერაო? თუ გადახედავთ სიას, თუ რამდენი რამის სჯერა ხალხს, ღმერთი საკმაოდ დამაჯერებელ იდეად ჟღერს. მე მაგალითად, ყოველთვის მჯერა და მწამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ათი წუთის წინ მაცივარში არაფერი დამხვდა, ამჯერად რომ კარს გამოვაღებ აუცილებლად აღმოვაჩენ შიგნით რაიმე გემრიელს. ასე რომ მორწმუნეები ნამდვილად არ მიკვირს, რადგანაც მეც ერთ-ერთი მათგანი გამოვდივარ ჩემი მაცივრის რიტუალით.
მაგრამ ღმერთს მაცივარი არ მოუგონია, და არც მაცივარს მოუგონია ღმერთი. ორივე ერთმანეთის დაუკითხავად მოევლინნენ სამყაროს. როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნებოდა ღმერთს მაცივარზე?
მაცივარს რომ რეაქცია არ ექნებოდა ეგ ვიცი. სანამ დენში იქნებოდა შეერთებული, გაციებას არ შეწყვეტდა. მაცივრები სანდო ხალხია. მეტი დაფასება სჭირდებათ.
ამასწინათ მეტროში შუა ხნის ქალს დავუჯექი გვერდით. უცბად ჩანთაში დაიწყო ბუდარაობა და იეღოვას პამფლეტები ამოაძვრინა. დაახარისხა, დაალგა, მერე ხელში დაიჭირა კარტებივით და გასწორება დაუწყო. თითქოს მის ხელში იეღოვას პამფელეტების იდეალური გეომეტრიული წყობა თბილისის კანალიზაციის სიღრმის დონიდან ამ ქალბატონს უფლის თვალში რამენაირად აამაღლებდა. თან ძალიან უნდოდა რომ მეც დამენახა, მაგრამ რამდენჯერაც გამომხედა მე ისეთი სახე მივიღე თითქოს ხელში ლუციფერის ყვერებიც რომ სჭეროდა, მაინც არ დავინტერესდებოდი მისი ავლა-დიდებით.
იეღოვასა და მის პამფლეტებზე მეტად ამ ქალის დამოკიდებულებამ დამაინტერესა მათ მიმართ. საერთოდაც, რელიგიასა და ღმერთზე ხშირად ვხუმრობ ხოლმე ჩემს სამეგობროში და ისინიც მეჩხუბებიან. მაგრამ ახლა მივხვდი, მე არც რელიგიაზე ვხუმრობ და არც ღმერთზე. მე ჩემი მეგობრებისა და ნაცნობების გაფეტიშებულ და არანორმალურ დამოკიდებულებას დავცინი, რომელიც ღმერთისა და მასთან ასოცირებული ნივთების მიმართ აქვთ.
მარა რა ქნან ამ რელიგიურმა ინსტიტუტებმაც, მათი სახით არაერთი ნიჭიერი და კმაყოფილი კლიენტი ჰყავს ჩვენს დროებას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი საკითხავი იქნებოდა სიუჟეტიანი რო იყოს. ასე საკმარისი არაა))) კარგი საკითხავი იქნებოდა სიუჟეტიანი რო იყოს. ასე საკმარისი არაა)))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|