ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
16 ნოემბერი, 2019


ერთი ფოტო

***

ერთი სახლი, ერთი ფანჯარა,
კედელი სქელი და ნაცრისფერი.
კედლის წინ ერთი მოსაცდელი,
და მოსაცდელთან ერთი გოგონა!

ერთი ქუჩაა იმ ერთ სახლთან სქელი ასფალტით,
გახურებულ ლოყებს ასტკივდათ ნამუხრუჭალი!

სივრცით მხედველი გაჰყურებს ბალასტს
და იმ ფერებში, ერთ ფერშია გამოსავალი!

გაძარცვულია ნავსაყუდელი კრამიტნახური,
ყველა უკეთურს "იდი ნახუი"!
არსად ჩანს გაძარცვული შენი წარსული,
უეჭველია მოუპარავთ ის საგულდაგულოდ...
თუმც გაგეცნო ის, როგორც მოკეთე
და გაამხილა საიდუმლო მოპარულ ნივთის!

"მე მოვიპარე არა წარსული და არც აწმყო,
მე მოვიპარე მომავლისთვის,
რომ არ ვიხილო ცრემლი შენი ასფალტს ნახეთქი
ვით ნაპრალებში გაჟონილი ნადენ სისხლისა!
მე მოვიპარე,
შენც მოიპარე,
მე მოგპარე,
შენ გამატანე!

ქურდის ქურდი ვარ, მაგრამ არა უშენოდ.
ქურდის ქურდია მოსაცდელიც,
და მან მომპარა ერთი ქალაქი სხვა ქალაქისთვის!
შენ ელოდები,
მე კი გელოდი!
ერთი ქალაქიდან, ერთი სახლიდან,
ერთ ფანჯარაში მოსჩანს
კედელი სქელი და ნაცრისფერი.
კედლის წინ ერთი მოსაცდელი
და მოსაცდელთან ერთი გოგონა!

გიგო რიონელი
16 ივნისი 2019 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები