ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2019


* * *

ჩამეხუტები,
უსათუოდ მოვა ეგ დილა
ფრთხილად დამითვლი ბეჭზე ხალებს
შუბლზე ნაოჭებს
''გარეთ მზე არის, გაიხედე'' - მეტყვი ღიმილით...
მე კი ჩემს გვერდით
შენი ყოფნა ისე მაოცებს...;

ჰო, მარტივია
რომ ზაფხულის მარტში გჯეროდეს...
ჩვენ წარმოვიდგენთ -
ნოემბერში როგორ დათბება
როგორ მოიბავს
ხე ჯერ კვირტებს
მერე ყვავილებს...
და მარტივია
ასეთ ფიქრში
აღიარება

რომ ჩახუტება,
ჩაკიდება ხელისა ხელში,
თავის მიდება
ხშირი სუნთქვის
მიყურადება - ესაა ზუსტად
რასაც არქმევ
ოცნებას, წადილს
რომ ნოემბერში
თუ ისურვებ
მართლა დათბება...

ჩამეხუტები,
უსათუოდ მოვა ეგ დილა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები