| ავტორი: ელენე96 ჟანრი: პროზა 18 ნოემბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
თავი მეექვსე შეხვედრა პირისპირ _ უნდა წავიდე. _ ალი ვერ წახვალ ძალიან ნასვამი ხარ. _ ჩემს დას სანამ არ ვნახავ ვერ დავმშვიდდები. _ ალი შემომხედე... შენი და კარგადაა გესმის? მას არაფერი არ დაუშავდება. _ ლიზა რა ჩაიდინე? ასეთი რა დააშავე, ასე მწარედ რომ გიხდიან სამაგიეროს. _ იმ ნახატს ხედავ? _ ხო მერე? _ ის გიგას მამამ დახატა. _ მერე? _ მერე ის, რომ მე ეს საჩუქარი არ უნდა მიმეღო. მეტიც მას, არ უნდა შევხვედროდი. _ რატომ? _ გიგის მამამისთან ყოველთვის არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა. გიგიმ მე საიდუმლო გამანდო მე კიდევ ყველაფერი გავაფუჭე. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე ალბათ მინდოდა, ურთიერთობები დაელაგებინათ. _ ასეთი რა საიდუმლო იყო? _ ძვირფასო მგონი დღეისათვის საკმარისია. შენ, აქ, დაწექი მე კი სასტუმრო ოთახში გავალ. _ არ გახვიდე დარჩი. _ რო დავრჩე არასწორი იქნება, თანაც შენ უკვე დანიშნული ხარ. _ საიდან მიხვდი? _ ბეჭედი, რომელიც გიკეთია ნიშნობის არის. _ ლიზა შენთან ერთად კარგად ვარ. არ ვიცი ამას, რაც გინდა ის დაარქვი... _ ალი შენ ახლა დაბნეული ხარ მეტი არაფერია. ყველაფერი დასრულდება თუ არა მე აქედან წავალ. შენ კი ბედნიერ ოჯახს შექმნი ანჩოსთან ერთად. _ ლიზა ბედნიერი არ ვარ. _ მთვრალი ხარ და სისულელეებს ლაპარაკობ. _ არ მახსოვს ბოლოს ბედნიერი, როდის ვიყავი. ან, იქნებ საერთოდაც არა. არ მახსოვს ანჩოსგან ბოლოს, როდის ვიგრძენი სიყვარული. ჩვენ ერთად გავიზარდეთ გესმის?! ასე მოვდივართ სულ. მე ყველაფერი მაქვს... გვერდით მყავს ქალი. ის, ლამაზია, თუმცა... სიყვარულს ვერ ვგრძნობ გესმის?! მე ვერაფერს ვგრძნობ. საკმარისია შენ მომიახლოვდე სხეული მიხურს. ვგრძნობს, რომ ცეცხლის ალში ვიწვი. შენზე ვნერვიულობ, განვიცდი შენს თითოეულ ცრემლს, ტკივილს. ლიზა ამდენი არ ვიცი ბოლოს, როდის დავლიე. იქნებ, მინდოდა, რომ ჩემ თვალწინ ყველაფერი წაშლილიყო. _ ალი მე არ ვარ ქალი, ვისთან ერთადაც ბედნიერი იქნები. _ ყველაფერს გავაკეთებ და შენ არ წახვალ. _ და რას იზამ? _ აი, ასე მოგკიდებ ხელს და მიგისაკუთრებ. _ კარგი ხელი გამიშვი. ასე წაიქცევი. _ მერე რა, ჩვენს უკან რბილი საწოლია. _ ეს გამოხედვა მხოლოდ მე მეკუთვნის. _ ალი გამიშვი უნდა წავიდე. _ გამიშვი, გამიშვი, გამიშვი... ერთიდაიგივეს განმეორებით არ დაიღალე? კარგი მიდი გიშვებ. _ ალი... _ ხედავ? ჩემგან წასვლა არ შეგიძლია. *** ხელები, ფეხები, გული, შემთბარი სახე, მთელი სხეული გეუბნება: ,,ახლა სწორედ იქ, ხარ სადაც უნდა იყო“. თვალები, მისი შავი თვალები, ისეთი უმანკო და სუფრთაა. მიყურებს და ვრწმუნდები, რომ მთელი ცხოვრება ამ ქალის ძიებაში ვიყავი. კურიერი ლამაზმანს შეხვდა და ყველაფერი ახლა იწყება. ვინ იცის იქნებ გადაიაროს შავმა ღრუბელმაც და ცაზე გამოჩნდეს გაცეცხლებული მზე. ვინ იცის იქნებ, ხალხიც ჩემს მსგავსაც დაიწვეს ალში. შავი დალალების ნაწილი, ჩემს მკლავებს აფენია ნაწილი კი მის სახეს. გარინდებულს ჩასძინებია მე კი, კვლავ ვცდილობ მისი სახის დაზეპირებას. გრძელი მუქი წამწამები, ისიც ლამაზია. ახლა შეკრთა ვინ იცის სიზმრად რას ნახულობს. იქნებ მოჭედილ ცაზე, ვასკვლავებს უყურებს და ციდან მოწყვეტილი ოცნება აუსრულდა. მივისაკუთრე? ხელი ძალიან მჭიდროდ ჩავკიდე და წასვლის უფლება არ მივეცი. ვინ იცის იქნებ დღეს საბოოლოოდ ვეხები. იქნებ ხვალიდან ვეღარ შევძლო მისი შავი თვალების ყურება. იქნებ ვერც დალალებს მოვეფერო ნაზად. ვინ იცის, იქნებ გათენდეს და ლამაზმანი ჩემს გვერდით აღარ იყოს. ახლა ხვდები, რომ რთული გზის გავლა მოგიწევს, მაგრამ არც ეს არ გაჩერებს. კიდევ უფრო მჭიდროს უჭერ ხელს და შენსკენ წევს ქალს, რომლის სურნელიც გაგიჟებს. წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი ხშირად ხდება ხოლმე, რომ გავალვარებულ გზის გავლა უწევთ. სიყვარული თუ ძლიერია ამ გზას წყვილი, აუცილებლად გაივლის. ვინ იცის, თითქმის ბოლომდე მისულს იქნებ სულაც გაქრეს სიყვარული. ეს თუ სიყვარულია ისინი, ამ გზას გაივლიან და გასვლის ბოლოს, აუცლებლად იტყვიან ,,ჩვენ გავიმარჯვეთ!“ დილა ლიზას ოთახში ერთი შეხედვით სიყვარულის ბუდეს ჰგავს. ცივი ნოემბრის სხივი, პირდაპირ ლიზას სახეზე აირეკლება. ალი კი ლიზას მუცელს მოხვევია. დაახლოებით ისე ბავშვს, რომ არ უნდა საყვარელი სათამაშო წინიდან ააცალონ. ხმაური ლიზას ოთახის, კარის მიღმა ისმის. ეს, რობერტია. უნდა ავადმყოფი შვილი დაბრუნებულმა მოინახულოს. რობერტმა ოთახის კარი შეაღო თუ არა ხედავს, თავის ქალიშვილს უცხო მამაკაცთან ჩახუტებულს როგორ ძინავს. *** _ რა ჯანდაბაა! _ მამა ყველაფერს აგიხსნი. _ რა უნდა ამიხსნა? რას გავს შენი საქციელი? _ ალი ძალიან ნასვამი მოვიდა, სახლში მე არ გავუშვი და... _ და ამიტომ ნასვამი კაცს, ახლა შენს ლოგინში ვხედავ? _ მაპატიეთ ყველაფერი ჩემი ბრალია. _ შვილო ვინ ხარ და ჩემი ქალიშვილისგან რა გინდა? _ მე ალი ვარ საავადმყოფოში უკვე გაგეცანით. _ ალი კი არა, ვინც არ უნდა იყო ახლავე წადი ჩემი სახლიდან. _ რობერტ რა ხდება? რა გაყვირებს? _ დედა არ მითხრა, რომ შენ და მამამ კლარას უღალატეთ? _ არ არის ეს შენი საქმე. _ მე წავალ. _ არა ალი არ წახვიდე. ძალიან მალე საოჯახო ტრაგედიის მომსწრე გახდები. _ ძვირფასო მოვედიი! რომ იცოდე რამდენი საჩუქრები ჩამოგიტანე. პარიზი სასწაულია, მაგრამ ახლა ისეთი ლამაზი იყო... სტუმრები გვყავს? _ კლარა გამარჯობა. _ ჩემი ყოფილი დაქალიც აქ ყოფილა. რობერტ რატომ არ მაკოცე? _ აუ, კლარა რა ქათამი ხარ. შენ პარიზში გადაგხვეწეს თვითონ კი 24 საათი, ხუთ ვასკვლავიან სასტუმროს ოთახს ვერ გაცდნენ. _ ლიზა ამას იმიტომ მეუბნები, რომ ხასიათი გამიფუჭო, მაგრამ არ გამოგივა. _ ეს რატომ თქვი? _ ალი მოიცადე და ყველაფერს გაიგებ. _ შენ რა ჩემ ქმართან დაწექი? _ კლარა მგონი დაგავიწყდა პირველად ვინ დაწვა ჩემ ქმართან. ჩემი დაქალი იყავი, გენდობოდი და თურმე ზურგს უკან მიწას მითხრიდი. _ ქალბატონებო! _ რობერტ გამატარე! ეს ქალი, თმებით უნდა ვითრიო. _ არ მესმის ასეთი ქაჯი, ჩემს შემდეგ ცოლად რატომ მოიყვანე? _ მარიეტა მხოლოდ შენ მიყვარხარ! _ რააა? შენ რა ამაში გამცვალე? _ მაპატე... _ ვიცოდი დაბრუნდებოდი თუ არა რობერტს გონებას ისევ აურევდი. _ კარგია მაგდენს, მაინც თუ ხვდები. _ წავალ და ყველაფერს წავიღებ რაც მე მეკუთვნის. _ ახლა ნახე. _ ტელეფონს არ დავტოვებ ჩემია. _ დიდ ხანს იქნებით ჩემს ოთახში? უნდა გამოვიცვალო. _ ლიზა ჩვენ საუბარი არ დაგვისრულებია. _ ალი ქვემოთ ჩადი და დამელოდე. *** ლიზას თქმით დილა ნამდვილი ქაოსით დაიწყო ბიზმესმენების ოჯახში. ყველაფერი ღალატით და ისევ ღალატით დასრულდა. მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ. ისინი, ერთმანეთზე დამოკიდებულებიც კი იყვნენ. ცხოვრებდნენ ეთმანეთზე დაყდნობით. ყველაფერი კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მეგობრის ქმრის მიმართ გრძნობა გაუჩნდა. ლტოლვა, რომელლიც კლარამ ვერ დაძლია სწორედ აქამდე მიიყვანა. ალი გაოცებულუ უზარმაზარ სახლს შეჰყურებს. ,,ამხელა ქონების მეპატრონეები არიან და გასართობი მანც ჰქონიათ“. რამოდენიმე წუთში ლიზა კარგად შეფუთული კარიდან გამოდის და ალის ხელით ანიშნებს, რომ მანქანაში ჩაჯდეს. ალი ლიზას სანამ მიუახლოვდა ბედნიერების ღიმილი დაჰკრავდა. მოგვანებით, როცა ხელზე გაკეთებულ ბეწედს დახედა გაახსენდა პირობა, რომელიც გუშინ ანჩოს მშობებთან დადო. ლიზასთან ახლოს მისვლის შემდეგ ალის სახიდან გაქრა ღიმილი. *** _ ის, რაც ზემოთ შენ ჩაიდინე ნორმარული არ იყო. _ ალი ნორმარული ჩემი მშობლების დაშორება არ იყო. მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად არ შეიძლებოდა. ახლა ამას აქ ნუ განვიხილავთ. ჩაჯექი ერთი ადგილი მინდა, რომ განახო. _ წადი მე ვერ წამოვალ. _ ალი რა მოხდა? გუშინ ხო ყველაფერი კარგად იყო. სიყვარულიც კი ამიხსენი. _ ლიზა მე შენ გითხარი, რო მიყვარხარ? მე უბრალოდ ვთქვი, რომ შენთან ერთად კარგად ვგრძნობ თავს. _ ანუ ის ყველაფერი... _ მე გუშინ ნასვამი ვიყავი შენ კიდევ ჩემი მდგომარეობით ისარგებლე. _ ალი შენ რა მეთამაშები? _ ისევე როგორც შენ. _ ვერ ვხვდები მე რა დავაშავე. _ გუშინ შენი ნომრიდან შეტყობინება მივიღე, რომ ბავშვი ჩემია. დღეს კიდევ ვხედავ, რომ ამ ბავშს არ იმსახურებ. _ ამას იმიტომ ამბობ, რომ არ გინდა ნუცას რამე დაუშავდეს. _ ნუცას სიცოცხლის ფასად დავიცავ. _ ამით რისი თქმა გინდა? _ მის სიცოცხლეს მეორედ საფრთხეში აღარ ჩავაგდებ. _ ამ სიტყვებს ძალიან მალე ინანებ. _ დაბნეული ვარ, შეშინებული... _ წამომყევი და დამიჯერე ძალიან მალე გაქრება შენში დაძაბულობა. _ სხვა დროს იყოს. _ სხვა დრო არ არსებობს. *** თითქოს უკანასკნელად გააყოლა თვალი ლიზამ ალის. მანქანი კარი მიიხურა და კარგა ხანს სარკეში აკვირდებოდა ალის. ეგონა, რომ ხელს აწევდა ზემოთ და ანიშნებდა გაჩერებას, თუმცა ლიზა ისე გავიდა ჭიშკრიდან ალი გაუნძრევლად იდგა. ალი ასეთი რთული არჩევანის წინაშე პირველად იდგა. ერთ მხარეს და ხოლო მეორე მხარეს ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ არ მოვლენილა ამ სამყაროს. თავჩაღუნულმა გაიარა ფართო ბილიკი. უყურებს შეციებულ ბეღურებს, გარშემო ძვირადღირებულ მანქანებს. ხალხს, რომელსაც მთელი თავისი ქონების 50% ზედ აცვიათ. აქ, სიმდიდრეა. ამ უბანში, თითქმის ყველა ოჯახში ბიზმესმენი ცხოვრობს. უყურებს სახლებს და ახსენდება ინციდენტი, რომელის დღეს დილით ლიზას ოთახში მოხდა. ,,ლიზა რა ჩაიდინე?“ ჩაფიქრებული ალი საკუთარ თავს ეკითხება. ალი ჯერ სახლში ავიდა, ნუცა ასაუზმა შემდეგ მოკიდა ხელი და თავშესაფარში წაიყვანა. იფიქრა სანამ ყველაფერს არ გაირკვევა ნუცას იქ, არაფერი დაუშავდება. ,,პრინცესას ეშინია“. ნუცა გაცვეთილმა კედლებმა და იმ გზამ შეაშინა, რომელიც თავშესაფრამდე მიდის. ნაზი ფერებთ ალიმ უმცროსი და დაამშვიდა. *** _ შენ ალბათ ალის პრინცესა ხარ. _ მე ნუცა მქვია. _ ძალიან კარგი. მე ამ სასახლის უფროსი ვარ. _ სასახლეს მეომრებისგან იცავ? _ ზუსტად ასეა. მიდი იმ დედიას გაყევი ძალიან გენრიელი ღვეზელები აქვს შენთვის. _ მადლობა ჩემი თხოვნა, რომ გაითვალისწინე. _ გაგირკვიე რაც გაინტერესებდა. _ ანუ გაიგე, რატომ იძია შური გიგიმ? _ კი და არამგონია სასიამოვნო მოსასმენი იყოს. _ დაიკიდე მიდი გისმენ. _ მოკლედ ეს გიგი, დედამისმა 5 წლის ასაკში ბავშთა თავშესაფარში დატოვა. დიდი ცხვირის და დაბალი ტანის გამო ბავშვს იწუნებდნენ და ამიტომ ბევრმა ოჯახმა უარი განაცხადა მის აყვანაზე. ერთხელაც გავლენიალმა ოჯახმა იშვლა, თუმცა ერთი კვირაც არ უცხოვირია ბავშვს იმ სახლში, უკან დააბრუნეს. თურმე წვეულება ბავშვის გარეგნობას ჩაშლილა. მას შემდეგ ბავშვთა დაცვის ღონისძიებაზე ერთმა ქალმა ეს ბავშვი მარტოსული შენიშნა და იშვილეს. ქმარს თურმე არ უნდოდოა სულ ამ ბავშვის გამო ჰქონდათ სახლში ჩხუბი. ერთხელად ამ ბავშვმა დაკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა. ამ ქალს, ბავშვის ძებნაში და ნერვიულობაში ინფაქტმა დაარტყა და მოკვდა. ამ კაცს ეს ბავშვი სულ არ ადარდებდა, მაგრამ როცა უკვე სიკვდილის პირას იყო ანდერძი ხო უნდა დაეწერა. ადვოკატმა თავისი შვილი გაახსენა. ამ კაცსაც მგონი სიკვდილის პირას სინდისმა შეაწუხა და მოსაძებნად დეტექტივი დაიქირავა. *** _ მაშინ გიგი ლიზასთან ცხოვრობდა. _ მაგ დროს ეგ ოჯახი ძალიან პოპულალური იყო. გიგიმ გაიგო თუ არა, რომ მამამისი ეძებდა კიდევ გაიქცა. _ რატომ გარბოდა? _ არ უნდოდოა მოძალადე მამის ნახვა. _ მოიცა არ მითხრა, რომ სცემდა. _ სცემდა რომელია ერთხელ თურმე შუა ქუჩაში ქამრით უცემია. ,,შენ ჩემი ტვირთი ხარ!“ ამას გაჰყვიროდა თურმე. _ არაკაცი... _ ეს ყველაფერი არ არის. _ ამის მეტი კიდევ რა უნდა იყოს. _ ახლა მთავარზე გადავალ. ლიზამ ეს ყველაფერი გიგისგან იცოდა. გააფთხილა კიდეც, რომ ეს კაცი თუ მასთან მივიდოდა მის ადგილმდებარეობას არ ეტყოდა. _ მაგრამ უთხრა... _ უთხრა და სიკვდილის წინ შეხვდნენ ერთმანეთს. _ მოკლა ტო? _ არავინ იცის ვინ ვინ მოკლა. ექსფერტიზას თვითმკვლელობა არ დაუდგენია, ამ თავის შვილს მკვლელობა. _ აბა რატომ მოკვდა? _ კვდებოდა ბიჭო რა ვერ გაიგე? _ ეგ გავიგე, მაგრამ ის ვერ გამიგია ლიზამ ეს რატომ გააკეთა? _ ეგენი მთელი ცხოვრება, ერთმანეთს ჭამდნენ და როგორც ჩანს კიდევ ვერ გაძღნენ. _ ხო მაგაში გეთანხმები, რაც დღეს დილით მის ოჯახსი ვნახე... _ ასეთი რა ნახე? _ დაიკიდე... ნუცას აქ დავტოვებ მე ცოტახნით საქმე მაქვს. *** ძალიან ბევრია ადამიანი, რომელსაც სიმდიდრე სწყურია და ამის გამო ნებისმიერ ბოროტობაზე არიან წამსვლელები. აი, მაგალითად ლიზას ოჯახი. ერთი შეხედვით იდალურია. ბიზმესმენს გვერდით ჰყავდა ცოლი, რომელიც პირველი ცოლის დაქალი იყო. ახლა რა ხდება? ისევ ყოფილს დაუბრუნდა და ახალი ცოლი, სახლიდან გააგდო. ფული ურთიერთობებს ღუპას. ბრმად შეგიძლია გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომლის გაანალიზებაც იმ მომენტში ვერ შეძლებ. ,,ნუცას თუ არ მომიყვან შენი შვილი მოკვდება.*** *** 208“. ლიზამ ეს შეტყობინება, ძველ სახლში მისვლამდე წაიკითხა. დარწმუნებული იყო, რომ მეგობრებს იქ, ნახავდა, თუმცა სახლი ცარიელი დახვდა. ,,ეს თუ ხუმრობა იყო აქამდე სად ხართ?“ ლიზამ ყველა ოთახი სათითაოდ შეამოწმა. თითქოს დაღლილმა ნივთებს თეთრი ზეწარი გადახადა და თვარიელება დაიწყო. გაახსენდა, რომ ეს ტელევიზორი უბანში, მოცულობით ყველაზე დიდი იყო იმ დროს. დიახ, ლიზა პატარა ქალაქიდან არის. მისი ოჯახი ძალიან პატარა იყო, თუმცა დიდ სიყვარულს იტევდა. ახლა ხელი ძველისძველ ფილფიტას წაავლო. გაახსენდა, რომ ამ მუსიკაზე მისი მშობლები, ყოველ შობის ღამეს ვალსს ცეკვავდნენ. იქვე რბილ სათამაშოს შეხედა. გაეღიმა და გაახსენდა, რომ ეს ბელას ოთახიდან მოიპარა. ბელამ კი სამაგიეროს ნიშნად თოჯინა რის გარეშეც ვერ იძინებდა მიწაში დაუმარხა. ,,წერილი! ბელას წერილი“. ნუცამ წამოიყვირა და სახლის უკანა ეზოში მიწის ამოთხრა დაიწყო. სათამაშო, რომელიც ასე ძალიან უყვარდა ხელში უჭირავს. ცრემლები თავისას შვრება. ბავშვობამ და იმ წლებმა, თვალწინ ჩაურა. ,,აქ რაღაც არის“. ახლა ხელში პატარა ფურცლის ნაგლეჯს ატრიალებს. ,,ეს ძველ დამარხულს არ გავს“. ფურცელი გადაშალა თუ არა ხედავს მხოლოდ ერთ წინადადებას. ,, იქ, ხარ სადაც უნდა იყო“. ლიზამ კარგა ხანს ფურცელი ხელში ატრიალა თოჯინას მოკიდა ხელი და სახლს მოშორდა. ამ სახლის კედლებში, პირველად შეეშინდა ასე ძალიან. მანქანაში ჩაჯდა და ცოტახანს შორიდან აკვირდებოდა სახლს. ,,ნუთუ აქ ხართ? ბელას სიტყვა იქნებ გააფთხილებაა და მართლაც ჩემივე სახლშია თქვენი თავშესაფარი“. გაწვიმდა ცივი ნოემბერი თავისას ამბობს. ირგვლივ ნისლია. უკვე ძნელი გასარკვევი ხდება სახლის ეზოში თუ არის ვინმე. ლიზას მანქანაში ჯდომით ხელები გაეყინა. მანქანაში გათბობა ჩართა და კიდევ გააგრძელე თვალთვალი. ,,მშია ძალიან მშია“. ლიზა მუცელზე ხელს ნაზად იკიდებს და ჯერ არდაბადებულ ბავშვს ამშვიდებს. ,,ცოტაც მოითმინე ჩემო პატარავ, მალე აქედან წავალთ“. სარკეში მომავალი მამაკაცი დაინახა. თავზე ქუდი წამოუფარებია სახე არ უჩანს. ლიზას ცდილობს დაინახოს მისი სახე, თუმცა ეშინია, რომ ვინმე შეამჩნევს. ნაბიჯების ხმა, ლიზას მკაფიოდ ესმის. მამაკაცმა მანქანას გვერდი აუარა თუ არა ლიზა გაშრა, ვერც მოიფიქრა, რომ დამალვა ახლა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა და ასეც დარჩა გაქვავებული. მოგვიანებით ფანჯარაზე კაკუნის ხმა, ლიზასთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ეშინია თავის გვერდზე გაბრუნების იცის, რომ გიგის ახლა თვალებში ჩახედვა მოუწევს. მეგობრის, რომელიც გარდაცვლილი ეგონა. ,,_ ამ სიცივეში თავს რატომ იტანჯავთ?“ მამაკაცის ხმა გიგისი არ იყო. ლიზა ახლა მხრებში გაიმართა და ფანჯარას ჩაუწია. *** _ აქ ვის უცდით? აქვე ჩემი ბარია წამოდით ცხელ ჩაის დაგალევინებთ. _ არა გმადლობთ ასეც კარგად ვარ. _ ვერ ხედავ სახე სულ გაგილურჯდა, თანაც საშინელი ვირუსები დადის. ჩემი შვილი, ახლაც ავად არის. *** დიდი ხნის ხვეწნა მუდარის შემდეგ ლიზა უცხო მამაკაცს ჩაის დასალევად მაინც გაჰყვა. ბარი ერთი შეხედვით ძველისძველი ავეჯით იყო გაწყობილი. ორიოდე კაცი პირველივე მაგიდაზე იჯდნენ და დიდი ინტერესით გასულ თამაშებს ადევნებდნენ თვალს. ლიზა გავარვალებულ ბუხარს მიუჯდა და გაყინული ხელების გათბობა დაიწყო. ,,_გშია?“ უცხო მამაკაცი ლიზას ეკითხება. ლიზა მუცლიდან გრძნობს, რომ შვილი მშიერია. აღარ იუარა და უთხრა:_ დიახ, თუ არ შეწუხდებით. კაცმა ვახშამი ორ კაცზე გაშალა და თვითონაც გვერდზე მიუჯდა. *** _ ასეთ უბანში თქვენნაირი გოგოები არ დადიან. აქ, რა დაგიკარგავთ? _ ჩემი ოჯახი, წლების წინ აქ ცხოვრობდა. _ რა ქვია მამაშენს? _ რობერტი... რობერტ ლეჟავა. _ ეგ კარგი ბიჭი იყო, მაგრამ რაც დიდი კაცი გახდა სულ დაგვივიწყა. _ მამაჩემი ხშირად სტუმრობს ამ ქალაქს. _ არც ისე ხშირად. ბოლოს არჩევნები, რომ იყო მაშინ მოვიდა. რამოდენიმე ოჯახს ცოტაოდენო ფული დაურიგა და ასე გააჩუმა ცოტახნით გაჭირვებული ხალხი. შვილო არ უნდა დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ. უბრალობა სირცხვილს ან ნიშნავს, პირიქით ასე ჩვენი ნამდვილი სახე უფრო კარგად ჩანს. _ ეს სურათი აქ, საიდან გაჩნდა? _ ამ ახალგაზრდა ბიჭზე მეკითხები? _ დიახ. _ ამ ბიჭმა, რამოდენიმე დღის წინ ჩვენს ბარში იმღერა. იმდენი ხალხი ამ ბარს არ ახსოვს. კაცებს მატჩის არსებობას კი დაავიწყდათ. _ ბოლოს როდის იყო? _ ყოველ შაბათს, თავის ცოლთან ერთად მოდის და მღერის. _ ცოლი? _ ხო შვილო რატომ იცინი? _ არაფერია ბიძია... მადლობა მინდა გადაგიხადოთ ცხელი ჩაისთვის და იმ გაწეული სიბოსთვის, რაც რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვიგრძენი. _ შვილო ნუ დაკარგავ შენს წარსულს. *** ლიზამ გაიგო ის, რაც სჭირდებოდა. ,,ისინი აქ არიან. ჩემს სახლში თუ არა აქვე ახლოს იმალებიან“. ინფორმაციებით დატვირთული მანქანაში ჯდება და გადამცემს რთავს. ეს გადამცემი პირდაპირ თავშესაფარს უკავშირდება. საკმარისია ერთ ღილაკს დააჭიროს ხელი და ლიზას ხმა მთელ თავშესაფარში ისმის. ,,მოიცა როგორ იყო? დააჭირე, წითლად აინთება და შენი ხმას ყველგან გავიგებთ. ვაჭერ!“ _ ქათმებო! ჭამის დროა. _ ეს ვინ არის? _ ლიზას ხმა ყურში რატომ მესმის?! _ არ ვიცი ახლა ჩემი ხმა ისმის თუ არა, მაგრამ ჩემი მეგობრების ბუნკერს მივაგენი. _ ეს ალის მეორე პრინცესაა. _ გოგო! ქათამი ჩვენ კი არა შენ ხარ. მე რა გასწავლე? მაგ მოწყობილებას ერთი კი არა ორი ღილაკი აქვს. ერთია, როცა შენი ხმა, ყველას ესმის და მეორეა, როცა მარტო მე მესმის. _ ხოდა ძალიან კარგი. ალი ახლა, სადაც არ უნდა იყო შენი ტრაკი თავშესაფარში მოიტანე. _ გიჟია ეს ქალი. მოიცადე მე შენ გაჩვენებ ყურში ჩაყვირება, როგორ უნდა. _ ბიძია ტრაკი რა არის? _ ნუცა საყვარელო, ტრაკი ერთი მომრგვალებული ნივთია. _ კონკიას გოგრას ჰგავს? ფერიამ ეტლად, რომ გადააქცია? _ ხო, დაახლოებით მაგას გავს. გოგო! შენ კიდევ გამორთე ეგ მოწყობილება საშინლად მღერი. _ არა რა, რა კარგი გასართობი ყოფილა. _ ვინმეს არ შეუძლია ლიზას გადამცემი გაუთიშოს? _ სამწუხაროდ შეუძლებელია. ეს თუ გავთიშე ყველა ხაზი გაითიშება. _ ესაც მინდა... ეს შოკოლადის არის? _ დიახ. _ ყველა მომეცით, რაც მანდ გიდევთ, სენვიჩიც მინდა. ყველის არის? _ დიაახ ქალბატონო. _ მერე რას მიყურებ ამოიღეთ! _ რა ქალბატონო? _ ყველი! _ ღმერთო ვინმემ მითხარით სად არის ეს გოგო? _ კაფეტერიაშია ბოსს. _ მე ქინდერი მინდა. _ ახლავე ჩემო პრინცესა! _ ვერ გავიგე? _ რა ვერ გაიგე პრინცესას ქინდერი უნდა. _ და პრინცესა ვინ არის? _ ბებიაშენი, რომელიც საფლავშია. _ გამოდი დროზე მანდედან ნუ გააგიჟე კონსუნტანტი. _ აი, მეც მოვედი! პრინცესას ქინდერი მოვუტანე. _ დანარჩენი ვისთვის არის? _ ჩემთვის. _ გაგიჟდი გოგო! გამოცდაზე ვიყავი ყურში კიდევ შენი ჭყივილი მესმოდა. რა ჯანდაბაა? მოაშორეთ ამას ეს გადამცემი თორე მალე მე ჭკუიდან გადავალ. _ ცისფერთვალება ბიჭი გაბრაზდა. არადა იცით რა კარგად გავერთე. _ ეჭვიც არ გვეპარება. _ მოკლედ ის ვირთხები, ჩემს ყოფილ უბანში იმალებიან. შეიძლება ჩემივე სახლის სარდაფშიც იყვნენ. _ეგ საიდან დაადგინე? _ ეს წერილი, სათამაშოსთან ერთად დამახული ვიპოვე, როგორც ჩანს ძველი შენახული არ არის. ფურცლის ნაგლეჯი ახალია. _ ხო, ამას ვხედავ. _ შეტყობინება დაფარული ნომრიდან ისევ მივიღე. ისინი ნუცას გადაცემას ითხოვენ. _ არავითარ შემთხვევაში. _ დამშვიდდი ალი ამას არ ვიზამთ. _ აბა აბორტს გაიკეთებ? _ არა! ალი არა... უბრალოდ ცოტახანი მოვიცადოთ მისამართს მალე მოგვწერენ. მისამართი ნამდვილად რამოდენიმე წუთში დაფარული ნომრილად ლიზას ტელეფონზე მოვიდა. ისინი, კვლავ დაჟინებით ნუცას გადაცემას ითხოვენ. ლიზამ ღილაქს ხელი დააჭირა და გასასვლელად ემზადებოდა რა დროსაც ალიმ მისი შეჩერება სცადა. *** _ ე, ეჰ! საით გაგიწევია? _ მათთან შესახვედრად. _ მარტო არ წახვალ! მეც შენთან ერთად მოვდივარ. _ მე არაფერს არ მეკითხებით? არცერთი არსად არ წახვალთ. ლიზა აქ არის. არავინ არაფერს არ დაუშავებს. _ და ჩვენი ოჯახი? მამაჩემი გარეთ არის. ლიზას, გვანცას და ზურას ოჯახი გარეთ არის. _ ხო, აი ჩემ დას არაფერი დაუშავდეს. _ დამშვიდდი ზურა არაფერი არ მოხდება. ახლა ისინი ერთობიან ესაც ერთგვარი თამაშის ნაწილია. მაგათ ვინმეს მოკვლა, რომ უნდოდეთ პირველრიგში ერთმანეთს ჩახოცავდნენ და ერთერთიც განთავისუფლდებოდა. ბელამ წერლი იმიტომ დატოვა, რომ ეშინია. ასე, რომ არა დარწმუნებული ვარ ბელა მალე გამოიქცეოდა მისგან. _ გიგი მკვლელი არ არის უბრალოდ ძალიან რთული ცხოვრების გადატანა მოუწია. _ ვიცი ლიზა ეგ ყველაფერი შენგან დამოუკიდებლივ უკვე გავარკვიეთ შენ რამე ახალი თქვი. _ ,,დრო იწურება და ვატყობ ამ საღამოს, უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირება. *** *** 208“. არა, აქ, ვერ დავრჩები და მშივიდა ვერ დაველოდები. _ დამელოდე მეც მოვდივარ! _ ბიჭებო! ნაწილი დათქმულ მისამართზე წადით ნაწილი კი ალის და ლიზას გაყევით უკან. იცოდეთ, რაც არ უნდა მოხდეს ხაზზე იყავით. ნისლიანი, ქარია, წვიმიანი საღამო, კიდევ უფრო დაფარული ნომრის შეტყობინებებმა დაამძიმა. გინდა, მიიწევ, თვალებში უნდა ჩახედო იმ ადამიანებს, ვინც აქამდე მეგობრად მიგაჩნდა. განა მიდიხარ იმ მისამართზე, რომელიც შეტყობინებაში ეწერად. არამედ მიდიხა იქ, სადაც დაიბადე და გაიზარდე მასთან ერთად. ლიზა უკვე თავისი სახლის ეზოში შეაბიჯა ფეხი. ირგვლივ სიბნელეა. ასე ჩაბნელებული სახლი არცერთ დღეს არ ახსოვს. აქ, ყოველთვის ხალხი იყო. აქ, ყოველი ოთახი, სინათლით იყო გავარვალებული. ,,ალი მომეცი ხელი“. ხმადაბლა ალის ჩარჩურჩულა და გზა სახლის სარდაფისკენ გააგრძელე. ,,აქ სინათლეა“. ლიზა ისევ ხმადალა ანიშნებს ალის. გული გიჩქარდება, ყელში სიბრაზე გაწვება, ახლა უნდა შეხვდე მოღალატე მეგობრებს მათ, ვინც ეს ყველაერი დაგეგმა. ლიზამ არ იცი ახლა როგორ უნდა მოიქცეს. მივიდეც და ეგრევე ყელში წვდეს გიგის, თუ თვალებში ჩახედოს და ერთი ორი მწარე სიტყვა უთხრას. ,, მოდი შევიდეთ“. ლიზამ ღრმად ჩაისუნთქა და სარდაფის კარი შეაღო. *** _ ვერ გაიქცევით... გასაქცევი არსად გაქვთ. _ ახლა ჩემი საყვარელი მომენტი იწყება. _ ლიზა მადლობა ღმერთს! ძალიან გთხოვს შენი მეგობარი ამ მანიაკისგან იხსენი. _ ბელა ჩემი მეგობარი მოკვდა, რამოდენიმე დღის წინ მე ის, დავმარხე. ყვავილებიც მივიტანე მისთვის და საფლავზეც წავაქციე ჭიქა. ახლა ჩემ წინ, ორ სრულიად არარაობა ადამიანს ვხედავ. _ ლიზა გეფიცები ამის გაკეთება არ მინდოდა. ეს გიგიმ მაიძულა. _ საკმარისია ნიანგის ცრემლების ღვრა. იცით რა გადავიტანე? მეგონა მთელი სამყარო თავზე ჩამომენგრა. მეგონა ერთმანეთის მიყოლებით ორი ძალიან ძვირფასი ადამიანი დავკარგე. ჯობდა მოგეკალით ვიდრე ის, რომ თქვენი საფლავები ცარიელი დამხვდა. გიგი რა გაგიტყდა? ის, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი ხარ? თუ ის რომ დედამ თავშესაფარში დაგტოვა. იცის აქვე ახლოს ძალიან კარგ ადამიანს შევხვდი მან მითხრა: ,,არ დაგავიწყდეს საიდან მოვდივართ“. ბელა მე და შენ ტალახში გვქონდა ხელები ამოვლებული და ეს ყელაზე საუკეთესო გასართობი გვეგონა. ახლა რა ხდება? ჩემს თვალწინ ვხედავ ადამიანებს, რომლებით ჩემთვის უკვე გარდაიცვალნენ. _ ლიზა გაჩერდი! _ ალი ნუ მაჩერებ. _ შეტყობინებაა. _ რა შეტყობინება? ისინი, აქ არიან... გიგი გვანახე საიდან აგზავნიდი შეტყობინებებს? _ ეხლა შეტყბინება მე არ გამომიგზავნია. _ არ დაბადებულს ბავშვს ვფიცავარ დაგახრჩობ! _ ბრავო, ბრავო ბრავო! გიგი, როგორც იქნა გიპოვე. ამისთვის მადლობას შენს მეგობრებს აუცილებლად გადავუხდი. _ ნოდარ რით ვერ გაიგე ძვირფასეულობას, რომელსაც შენ ეძებ ჩემთან არ არის. _ გეგონა შენი დადგმული სიკვდილი დამაბნევდა? რომც მოკვდე მიწიდან ამოგთხრი შენ ნაბიჭვარო. _ ბრილიანტები ჩემთან არ არის. _ ნოდარ ძმაო რა ხდება? _ ალი გზიდან ჩამომეცალე! ეს ნაბიჭვარი ჩემი ნახევარ ძმაა. მან მამაშემს, სიკვდილამდე ბრილიანტები მოპარა. მის შემდეგ ამის ძებნაში ვარ. ახლა კი თხვენი დახმარებით, როგორც იქნა ვიპივე.
გაგრძელება იქნება!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|