ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2019


ის ვარ...

ის ვარ, რაც ძლიერ მიყვარს,
არა ის, ვისაც ვუყვარვარ...
კაცი თუ გამოგრიყავს,
მე დაგხვდებიო - უფალმა!
ის ვარ, რაც უფრო მომწონს,
არა ის, ვისაც მოვწონვარ...
სიცივეს ვუნთებ კოცონს,
მერე გულს ვუთბობ კოცონთან.
მე ის ვარ, რაც კი ვერ ვთქვი,
ცრემლის სარკმელს რაც ხაზავდა...
რა მნიშვნელი აქვს შენთვის,
რა დავთმე, რომელ საზღვართან...
მე ის ვარ, ვისაც ვეძებ,
თუმცა, გზა შემხვდა ზარმაცი...
აღარ ვწუწუნებ ბედზე,
მგონი, მგავს კიდეც რაღაცით...
ის ვარ, რაც ძლიერ მიყვარს,
არა ის, ვისაც ვუყვარვარ...
კაცი თუ გამოგრიყავს,
მე დაგხვდებიო - უფალმა!
19.11.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები