ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2009


შიში

ზღვა  ცხელ ქვიშაზე ილოკავს ენებს,
შემთვრალ პალმებსაც ერევათ რული,
იწვის ქალაქი და მშიერ ვნებებს
არ აქვთ საწყისი ან დასასრული.

"თელების" შეშლილ თეთრ რესტორანში,
ცეკვავ და მწველი ირწევა წელი,
ელვა ალივით იელვებს ტანში,
საცაა უნდა შეგახონ ხელი.

ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია,
დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი,
ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია,
ისე მაშინებს შენი ღალატი...

                         
                      ცა
            ხათუნა ჟორდანიას
ცამ თითქოს სულზე შეგვახო ხელი,
ცამ ჩვენი გული დაისათბუნა,
ცას იდუმალი ემოსა ფერი,
შენი თვალების ფერი, ხათუნა!

დღემ დამზრალ რტოსაც გაუთბო კვირტი,
ღამე ხომ იცი მისი მტერია,
აქ ცრუ ქარებთან არ შედგა ფლირტი,
ცაში ხომ შედგა მზის მისტერია.

ციურ ხმათ ჟღერა მოციმციმეთი
გალაკტიკათა ფლობდა ალბათ ტონს,
შენს წილ ცას მეც რომ ვინაწილებდი,
გთხოვ, პატიებას ზეცის ქალბატონს.

ეს ხმა იქნება ზენა ხმას ერთვის,
განგებამ უფლის ასე ინება,
სანთელსხივლექსად მოგქონდა ჩემთვის,
რაც დაგაბარეს სერაფიმებმა.

არ გაიოცო, ქარის ქირქილზე,
მსურდეს მზემ ცასთან რაც ისათბუნა,
რომ ზესთასოფლის სავალ ბილიკზე,
მეც წამიყოლო შენთან, ხათუნა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები