ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: საბავშვო
28 ნოემბერი, 2019


პუდელი

უყეფს, დარბის არ ჩერდება,
ნუცას თეთრი პუდელი,
გულმოსული ფისოზეა
არ გეგონოთ უზრდელი!

ფისო, ტახტის ნებიერა,
თათებს მშვიდად ილოკავს
და ზემოდან აკვირდება
თავფუმფულა წიოკას.

ნუცამ მხრები აიჩეჩა,
დღეს როგორ შეგარიგოთ?!
დავიღალე თქვენს აღზრდაში
მუდამ ჭკუა გარიგოთ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები