| ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 30 ნოემბერი, 2019 |
აჰ, ნეტავი, იმ ქვეყნების მარაქაში გაერიო, ვინც არ ელის მოწყალების გამოწვდილ ხელს გაეროდან, აჰ, ნეტავი, შენს ჩრდილოელ მეზობელსაც გაერიდო. აჰ, ნეტავი, თელავიდან, სიღნაღიდან, ახმეტიდან, მოდიოდეს შემოდგომის ათასფერი, აჰ, ნეტავი, გაეღვიძოს ფიროსმანს და კაკაბაძეს, ახვლედიანს. აჰ, ნეტავი, იყო შლეგი, აპრილიან-მარტიანი და შენს სახელს სდევდეს ძალა, შეგინახოს მატიანემ, ისე, თითქოს ფიცხელ ომში მაჩაბელი დარდიანად მღეროდეს და იმ ქვეყნების მარაქაში გაერიო, ვინც არ ელის მოწყალების გამოწვდილ ხელს გაეროდან, აჰ, ნეტავი, შენს ჩრდილოელ მეზობელსაც გაერიდო!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჩემი ლექსების შემადგენელი ნაწილია ეგ :)) ჩემი ლექსების შემადგენელი ნაწილია ეგ :))
6. აჰ... არ ჩაარაკრაკა მთელი გეოპოლიტიკა?! აჰ... არ ჩაარაკრაკა მთელი გეოპოლიტიკა?!
5. აჰ, ნეტავი ერთად იყოს ვაჭევი და ითხვისი, აგლაია :) ნინა, აქაც დასტურ-ლამალი :) აჰ, ნეტავი ერთად იყოს ვაჭევი და ითხვისი, აგლაია :) ნინა, აქაც დასტურ-ლამალი :)
4. როგორც იქ, ისე აქ. აჰ, ნეტავი, მსურდეს კვლავაც ვიძახოდე - აჰ, ნეტავი... როგორც იქ, ისე აქ. აჰ, ნეტავი, მსურდეს კვლავაც ვიძახოდე - აჰ, ნეტავი...
3. აჰ, ნეტავი, დამეზობლდნენ წაღვერი და თბილისი :) აჰ, ნეტავი, დამეზობლდნენ წაღვერი და თბილისი :)
2. ნეტავ, ნეტავ ნეტავ, ნეტავ
1.
აჰ, ნეტავი, აგვიხდებოდეს ! :)
აჰ, ნეტავი, აგვიხდებოდეს ! :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|