ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შირო
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2019


***

გულში მჭირს, გულში, სიცოცხლევ,
შენ რომ ისარი მესროლე,
შენ რომ დამკოდე მზაკვრულად,
გული რომ გამიორგულე...

ახლა ვაწყდები ოთხ კედელს,
ჯიქივით ვებრძვი სიცოცხლეს,
ვაი, თუ ვეღარ გადავრჩე,
ვაი, თუ ვეღარ მოვბრუნდე.


სისხლში შხამად მაქვს სიტყვები,
სულში სისხლი სდით ჭრილობებს,
როგორმე უნდა გავუძლო
ხარკი ვუხადო სიცოცხლეს.

გულში მჭირს, გულში, სიცოცხლევ,
შენ რომ ისარი მესროლე,
მე თავგანწირვით ვიბრძოდი,
შენ - გული გამიორგულე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები