| ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 12 დეკემბერი, 2019 |
წარმოიდგინეთ სიბერეში კამელოტები, მუცლის გაბერვა, უარესიც-გამელოტება... ქარი უდგებათ ჯერ თვალებში, მერე მუხლებში, არადა ერთ დროს მამაცები, ბრგენი, უხეშნიც, მრგვალ მაგიდასთან დასალევად თუღა სხდებიან, ძელისძველ ამბებს იხსენებენ, თავს ევლებიან მოგონებათა მღვრიე ბადეს, გზებსაც-გაუვალს, არ კითხულობენ ვოლტერსა და შოპენჰაუერს, ათას რამეზე ათასივე აზრი მუსირებს, დგება ერთი და წამოიწყებს: მახსოვს, უსიერ ტყეში ვიყავით სანადიროდ და რომ დაღამდა, როცა სიბნელე ღრუბლებიდან გზებზე დაქანდა, არც მგლის ყმუილი მაშინებდა და არც ტურების, ვიცოდი რადგან ამ ტყის ხმათა პარტიტურები, ახლა კი, ჩქამიც, ხეს ფოთლები როცა ცვივიან, თითქოს მაშინებს, აჰ, ნამდვილად დასაცინია, მერე მეორეც მხარს აუბამს, ჰყვება თავისას, რომელ დუქანში გაფლანგავდა ღამით ავისტას, მერე მესამე და მეოთხეც მრგვალი მაგიდის კამელოტები იტყვიან თვისას, მაინც გაყიდეს ყმაწვილკაცობის მოგონება ჭიქა ღვინოზე, მათ არ ადრდებთ სიბერეში კანტი, სპინოზა... წარმოიდგინეთ სიბერეში კამელოტები? მუცლის გაბერვა, უფრო მეტიც გამელოტება...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გმადლობ, აიობ გმადლობ, აიობ
13. ეს ხო თამაში იყო და არა მეტაფიზიკური მედიტაცია. ან რა აზრი აქვს ვის რა აცვია, გეკომედიება, იკომედიე, სულ მეფე ლირობა ყელში ამოდის. #რესპექტ, გენიალური ლექსია ეს ხო თამაში იყო და არა მეტაფიზიკური მედიტაცია. ან რა აზრი აქვს ვის რა აცვია, გეკომედიება, იკომედიე, სულ მეფე ლირობა ყელში ამოდის. #რესპექტ, გენიალური ლექსია
12. კობა, მადლობა ზუსტი შეფასებისთვის, თუმცა ამ ლექსის მიზანი ნაკლები ფილოსოფია და მეტი შარჟი იყო, რავ ვფიქრობ, გამომივიდა კობა, მადლობა ზუსტი შეფასებისთვის, თუმცა ამ ლექსის მიზანი ნაკლები ფილოსოფია და მეტი შარჟი იყო, რავ ვფიქრობ, გამომივიდა
11. რატომღაც, არ მომეწონა ნაწარმოები. ვფიქრობ, სხვა წარმოდგენები უნდა არსებობდეს ასაკობრივ მიმართებებში და არა ფიზიკური სიძაბუნე ან თმიანობა; გაცილებით უფრო ღრმააზრობრივი და კიდევ უფრო ღრმადემოციონალური, უფრო მეტიც - ფილოსოფიური. ამის შემდეგ და აქედან გამომდინარე, საუკეთესო რითმებიც კი კარგავენ თავის ბრწყინვალებას და ნაწარმოები, ტექნიკურად როგორადაც გამართული არ უნდა იყოს, თავისი ძირითადი შინაარსისგან იცლება. პატივს ვცემ თქვენს შემოქმედებას და ამიტომ გადავწყვიტე აქ შედარებით კრიტიკული ვყოფილიყავი. კეთილი სურვილებით, წარმატებები რატომღაც, არ მომეწონა ნაწარმოები. ვფიქრობ, სხვა წარმოდგენები უნდა არსებობდეს ასაკობრივ მიმართებებში და არა ფიზიკური სიძაბუნე ან თმიანობა; გაცილებით უფრო ღრმააზრობრივი და კიდევ უფრო ღრმადემოციონალური, უფრო მეტიც - ფილოსოფიური. ამის შემდეგ და აქედან გამომდინარე, საუკეთესო რითმებიც კი კარგავენ თავის ბრწყინვალებას და ნაწარმოები, ტექნიკურად როგორადაც გამართული არ უნდა იყოს, თავისი ძირითადი შინაარსისგან იცლება. პატივს ვცემ თქვენს შემოქმედებას და ამიტომ გადავწყვიტე აქ შედარებით კრიტიკული ვყოფილიყავი. კეთილი სურვილებით, წარმატებები
10. რა გველის, კაცისშვილმა არ იცის, რა ხვლიკისაც :)) რა გველის, კაცისშვილმა არ იცის, რა ხვლიკისაც :))
8. ბედნიერი კამელოტები, მხოლოდ ღიპი და გამელოტება, ჩვენზეც იცოდე, იქნებ რამე, პოეტო, ამ პოლოტიკით, რა გველოდება? :) ბედნიერი კამელოტები, მხოლოდ ღიპი და გამელოტება, ჩვენზეც იცოდე, იქნებ რამე, პოეტო, ამ პოლოტიკით, რა გველოდება? :)
7. მზია, მშვენიერი რიმეიქია :) ირმ, კოლოსალური მადლობა! :* მზია, მშვენიერი რიმეიქია :) ირმ, კოლოსალური მადლობა! :*
6. სპეცეფექტების დიდოსტატი ხარ
და შინა არსისასც :)
სპეცეფექტების დიდოსტატი ხარ
და შინა არსისასც :)
5. უკაცრავად, მაგრამ ასე სჯობს:
როგორ კიოდნენ ღამით ტურები, გაიხსენებენ კვლავ არტურები, წლებით დაღლილი ლანსელოტები, მრგვალი მაგიდის კამელოტები, ღიპიანები და მელოტები :)))
წარმატებებს გისურვებთ!
უკაცრავად, მაგრამ ასე სჯობს:
როგორ კიოდნენ ღამით ტურები, გაიხსენებენ კვლავ არტურები, წლებით დაღლილი ლანსელოტები, მრგვალი მაგიდის კამელოტები, ღიპიანები და მელოტები :)))
წარმატებებს გისურვებთ!
4. ანანე <3 მზია <3 ბავშვივით მახარებს თქვენი კომენტარები :)
ანანე <3 მზია <3 ბავშვივით მახარებს თქვენი კომენტარები :)
3. გავლექსე ...
გავლექსე ...
2. მაგარია 5
როგორ კიოდნენ ღამე ტურები, გაიხსენებენ კვლავ არტურები, მრგვალი მაგიდის კამელოტები, წლებით შეცვლილი ლანსელოტები, ღიპიანები და მელოტები :)))
მაგარია 5
როგორ კიოდნენ ღამე ტურები, გაიხსენებენ კვლავ არტურები, მრგვალი მაგიდის კამელოტები, წლებით შეცვლილი ლანსელოტები, ღიპიანები და მელოტები :)))
1. არც მგლის ყმუილი მაშინებდა და არც ტურების, ვიცოდი რადგან ამ ტყის ხმათა პარტიტურები
ხარ გამორჩეული ავტორი და თავს ზემოთ ძალა არ არის... არც მგლის ყმუილი მაშინებდა და არც ტურების, ვიცოდი რადგან ამ ტყის ხმათა პარტიტურები
ხარ გამორჩეული ავტორი და თავს ზემოთ ძალა არ არის...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|