ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2019


* * *

რია-რია,
რია-რია,
კითხვა უპასუხოდ გდია.
თითქოს მშია...
რაღაც მშია,
ფიქნი ათას საგზალს შლიან...
რია-რია,
რია-რია.
ნეტავ კენჭი ვის ხელშია?!
სურვილს ვერ ვკლავ...
ვერ ვერევი,
მზის სხივებიც ნისლებს ჰყრიან.
მაგრამ მზე კვლავ უჩინარი.
თითქოს არის და არც არის...
აღარ ველი აღარაფერს,
დაე იყოს ის რაც არის!!!
როგორც არის; რია-რია;
კითხვა უპასუხოს გდია,
მაგრამ მშია,
ისევ მშია!
ფიქრი ათას საგზალს შლიან!..
სადღაც არის და არც არის...
კითხვაც უპასუხოდ გდია...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები