აქ, ამ სახლში, ზღვებია და უფსკრულები: ვერ ამოაშრობ, ვერ ამოქოლავ. აქ, ამ სახლში, კენჭებია,დოქი, ყვავილი: ვერ მოისვრი, ვეღარ გაზრდი, წყალს არ მიიღებს. აქ, ამ სახლში, წამლებია, რომი,ვაგონი: ვეღარ გიშველის, აღარ გყოფნის, თავსაც მიიბამ. აქ, ამ სახლში, გემებია, პორტი, მედუზა: ვეღარ გაჰყვები, დაგაგვიანდა,სულზე მოგედო. აქ,ამ სახლში, იატაკძვრაა,სისველე, ნესტი: ვეღარ გადახვალ, ვერ დაშრები, სუნია შენი. აქ, ამ სახლში, გვამებია, ყივილი, ჩარლი: ვერ დაიტირებ, ვერ მოისმენ, ორ ფეხზე ივლი. აქ,ამ სახლში, წვიმებია, ქვები და სეტყვა, ღმერთი, მალარმე, ლო დე სამონ, აფრები, შარდვა. აქ, სახლში, კატებია, კაქტუსი, პიტნა. ხიდებია, დაღლა,თვალები.
აქ,ამ სახლში, ყველა არის, გარდა მასპინძლის.
გარეთ კი ვგონებ ყველაფერი ისევ რიგზეა.
შენ კი, ესმერალლ, ღმერთი რომ ჯეჯილივით აგბიბინებია ხელისგულებზე, საკუთარ სიზმრებს შეხორცებიხარ, ზიხარ ქვად ქცეულ უდაბნოში, წინდებს ქსოვ და ვეღარ მიხსენებ. იქ ყველაფერს, შენი მარჩხი სახელი ჰქვია და შენს თვალებში ქარები დაჰქრის,-ცეცხლის ქარები, მალავდი წუხილს. ახლა კი, ჩემი ღვრიე სისხლის ტბორებით დასილული შენი ტანიდან, ამოგიზგიზდნენ მეტიჩარა მზესუმზირები. მხრებში ელვები ჩაგიბწნია, ნიავქრებს მისდევ, ცა ფეხად ჩამოგიშლია, მზის ამოსვლაზე ლილეოსავით მაღდლები და იშლები.
მე კი ამ სახლში, ლამისაა უძლური და უღონო დედაბრის კალთასავით გავირღვე, მოკრიფე ჩემი ბაცილები, შიში,მცდელობა და უთუოდ გამომიარე.
მისამართი უცვლელია: ჩემი სახლი წყალზე დგას, სახლში სველი ყორნები დაფრინავენ, იატაკიდან ამოსულ ხეებს კი გადაბელილი ადგილები ლოყებივით უჩანთ.
რატომ იმალები სანგარში? დროშაც შევკერე,ქვაც ხომ ჩავიცვი? დავდივარ და წყალივით ვჯდები, მესმის,როგორ მეზრდება მკვდრები. ისიც კი მესმის, ხე, რომ დაღლილა ჟანგბადის გამოყოფით. ფანჯარაში დღის მეორე ნახევარი შემოდის, ყვავებსაც უკვირთ,უკუღმა ცხოვრება, ანუ გარეთა. კი არ ჩხავიან,გაკვირვებით შემომცქერიან.
გამომიარე. გამომიარე,სანამ ფიცარ-ფიცარ არ დავშლილვარ, სანამ ზამთარი არ დამდგარა, სანამ სახეს ბალახით გავიშრობდე, სანამ ყვავილად არ ვქცეულვარ,ანუ მოვმკდარვარ,
მე კი არ ავირჩიე ეს სახლი, მან ჩამიყენა თევზების ფართხალი მკერდში, საკუთარი თავი წყალზე წავუსვა? სხვა სახლები კი,ჩრდილით ცხოვრობენ, კალაპოტებით.მიწაზე.მყარად.
ორიოდე შემომრჩა დღენი,გამომიარე. თორემ წყლად რომ ვიქცევი,ნიადაგისგან ვერც გამარჩევენ, დაგხვდება ბუჩქი,კეთილთვისებიანი,ქვაც მიუმატე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გასაგებია რაც თქვენ თქვით და ამაზე მოვბრუნდები და ვილაპარაკოთ.. რა სეანსი,იქით დაგეხმარებით თუ გნებავთ:) ეს ოიეზიაა, ხელოვნებაა, რომელიც ისე იქმნება,როგორებიც ვართ რეალურად. თქვენ ახსენეთ, “თავს დაანებებდა”ვისაც თავის დანებება შეუძლია,ანუ შეუძლია არ დაწეროს, არ მიმაჩნია ნაღდად... “ბევრი ლამაზი ხედი იშლება”რომ მიცნობდეთ ამას მე არ მეტყოდით,იმიტომ რომ არაფერია ისეთი, რაც არ მიგრძვნია და რასაც არ აღვიქვამ. დიდი და ფართო თემაა ეგ, როოგრც ვახსენე თავში, მოვბრუნდები... “თავისუფლება” “მარტოობა”
ამით...;)
გასაგებია რაც თქვენ თქვით და ამაზე მოვბრუნდები და ვილაპარაკოთ.. რა სეანსი,იქით დაგეხმარებით თუ გნებავთ:) ეს ოიეზიაა, ხელოვნებაა, რომელიც ისე იქმნება,როგორებიც ვართ რეალურად. თქვენ ახსენეთ, “თავს დაანებებდა”ვისაც თავის დანებება შეუძლია,ანუ შეუძლია არ დაწეროს, არ მიმაჩნია ნაღდად... “ბევრი ლამაზი ხედი იშლება”რომ მიცნობდეთ ამას მე არ მეტყოდით,იმიტომ რომ არაფერია ისეთი, რაც არ მიგრძვნია და რასაც არ აღვიქვამ. დიდი და ფართო თემაა ეგ, როოგრც ვახსენე თავში, მოვბრუნდები... “თავისუფლება” “მარტოობა”
ამით...;)
1. რამდენჯერაც ვინმეს პოეზიას წავიკითხავ, თუნდაც მცირე ლექსს, ან რაიმე პროზაულ ნაწარმოებს, თითქმის ყველა მათი შემქმნელნი, დეპრესიის გამოქვაბულში იმყოფებიან, ცხოვრებისაგან მოძღვნილი სტრესის კალაპოტში, ქმნიან სიტყვებს და გარდაქმნიან ჩვევაში. რომ მათი ემოციათა, სულთა წვის პროცესი, მუზა, ხელოვნების მწვერვალები, ღამე უძილობის პრობლემები და ა.შ ეს კიდევ დროთა განმავლობაში თავის ახალ ნაშრომებთან მიახლოების გზად ესახებათ გონებაში და გარდაუვალ შედეგად უჯდებათ. ამასობაში უმეტესებმა არ იციან, რომ სტრესს-დეპრესიაზე ცუდი რამ ორგანიზმისთვის არ არსებობს არაფერი, არც ვირუსი, არც დაავადებები და არაფერი. სიგარეტის კოლოფზე კი არ უნდა ეწეროს "მოწევა ნაადრევად კლავს" რეალობა დეპრესიასთან უფრო აახლოებს ამ სიტყვებს. (თუ კიდევ ჩავუღრმავდებით ხშირად პოეტების, მწერლების საშუალო სიცოცხლიანობის თარიღებს) რადგან დიდად არ არის ფსიქოლოგია საქართველოში შემოსული და თერაპიული სეანსები საქართველოს ცხოვრებისეულ სტანდარტებს არ შეესაბამება, ანუ (ბევრს არ შეუძლია ფსიქოთერაპევტთან მისვლა თანხის უქონლობით) ასევე ფიქრობენ რომ დაბალი, სუსტი დონის თერაპევტები არიან და ვერაფერს დაეხმარებიან. ვფიქრობ ნორმაზე და მასზე მაღლა მდგომი ფსიქოლოგები რომ გვეყოლოს ქართველებს, პოეტების, მწერლების და როგორც საკუთარ თავს ეძახიან. 60-70% თავს დაანებებდა საერთოდ. ასევე ერთ რაიმეს დავამატებდი ამ საიტს ჭირდება ფსიქოლოგები, ბევრ ადამიანს დაეხმარებოდნენ და რაც მთავარია ძალიან დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებდნენ სახლიდან გაუსვლელად, რადგან იმდენ რამეს ვხედავ ტკივილზე აგებული ტექსტებიდან მის ავტორებზე, რომ გული შემტკივა. ტკივილი, სტრეს-დეპრესია, სიმარტოვე, უიმედობა, იმედგაცრუება, და ა.შ მარტო ეს კომპონენტები წარმოადგენენ ძალიან ხშირად ვინმესთვის ხელოვნებასთან მიახლოების ბილიკებს და ეს არ არის სწორი, რადგან სხვა ბევრი ლამაზი ხედებიც იშლება ადამიანთა ცხოვრებაში, მაგრამ რთულია მარტომ დაინახო ისინი. დათო თქვენ არ იფიქროთ, რომ კონკრეტულად მოგმართავთ. უბრალოდ თქვენს ნაწერზე შევჩერდი და აზრი აქ დავაფიქსირე ყველაზე. რამდენჯერაც ვინმეს პოეზიას წავიკითხავ, თუნდაც მცირე ლექსს, ან რაიმე პროზაულ ნაწარმოებს, თითქმის ყველა მათი შემქმნელნი, დეპრესიის გამოქვაბულში იმყოფებიან, ცხოვრებისაგან მოძღვნილი სტრესის კალაპოტში, ქმნიან სიტყვებს და გარდაქმნიან ჩვევაში. რომ მათი ემოციათა, სულთა წვის პროცესი, მუზა, ხელოვნების მწვერვალები, ღამე უძილობის პრობლემები და ა.შ ეს კიდევ დროთა განმავლობაში თავის ახალ ნაშრომებთან მიახლოების გზად ესახებათ გონებაში და გარდაუვალ შედეგად უჯდებათ. ამასობაში უმეტესებმა არ იციან, რომ სტრესს-დეპრესიაზე ცუდი რამ ორგანიზმისთვის არ არსებობს არაფერი, არც ვირუსი, არც დაავადებები და არაფერი. სიგარეტის კოლოფზე კი არ უნდა ეწეროს "მოწევა ნაადრევად კლავს" რეალობა დეპრესიასთან უფრო აახლოებს ამ სიტყვებს. (თუ კიდევ ჩავუღრმავდებით ხშირად პოეტების, მწერლების საშუალო სიცოცხლიანობის თარიღებს) რადგან დიდად არ არის ფსიქოლოგია საქართველოში შემოსული და თერაპიული სეანსები საქართველოს ცხოვრებისეულ სტანდარტებს არ შეესაბამება, ანუ (ბევრს არ შეუძლია ფსიქოთერაპევტთან მისვლა თანხის უქონლობით) ასევე ფიქრობენ რომ დაბალი, სუსტი დონის თერაპევტები არიან და ვერაფერს დაეხმარებიან. ვფიქრობ ნორმაზე და მასზე მაღლა მდგომი ფსიქოლოგები რომ გვეყოლოს ქართველებს, პოეტების, მწერლების და როგორც საკუთარ თავს ეძახიან. 60-70% თავს დაანებებდა საერთოდ. ასევე ერთ რაიმეს დავამატებდი ამ საიტს ჭირდება ფსიქოლოგები, ბევრ ადამიანს დაეხმარებოდნენ და რაც მთავარია ძალიან დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებდნენ სახლიდან გაუსვლელად, რადგან იმდენ რამეს ვხედავ ტკივილზე აგებული ტექსტებიდან მის ავტორებზე, რომ გული შემტკივა. ტკივილი, სტრეს-დეპრესია, სიმარტოვე, უიმედობა, იმედგაცრუება, და ა.შ მარტო ეს კომპონენტები წარმოადგენენ ძალიან ხშირად ვინმესთვის ხელოვნებასთან მიახლოების ბილიკებს და ეს არ არის სწორი, რადგან სხვა ბევრი ლამაზი ხედებიც იშლება ადამიანთა ცხოვრებაში, მაგრამ რთულია მარტომ დაინახო ისინი. დათო თქვენ არ იფიქროთ, რომ კონკრეტულად მოგმართავთ. უბრალოდ თქვენს ნაწერზე შევჩერდი და აზრი აქ დავაფიქსირე ყველაზე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|