ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შირო
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2019


***

თაობა მიდის, თაობა მოდის,
და ბედის ჩარხიც ასე ტრიალებს:
რაც მოსწონთ დიდებს, ისა სძულთ ბავშვებს,
და ემდურიან შვილები მამებს.

გაივლის წლები, ჩადგება შფოთი,
დაგვათოვს ჟამი ვერცხლის ჭაღარებს
და კვლავ შეცვლიან ბედის ბორბალზე:
მამები - შვილებს, შვილები - მამებს.


არ ვიცი, რაა უფრო მართალი,
შემოდგომაზე ითვლიან ბატებს.
უფალო, ერთს გთხოვ, ეს კი გვაშორე:
მოსწონდეთ შვილებს, რაც მოსწონთ მამებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები