(რამდენიმე დღის წინ დაჭრილი პოლიციელის, ოთარ თავართქილაძის თაოსნობით, ვუძღვნი ყველას, ვინც მშვიდობისა და გულწრფელობისთვის თავგანწირულია)
შენ სიკვდილს ებრძვი (ძლიერ) , წესრიგის მცველი, კაცი - მამაცი, სანდო, ალალი, მშვიდი... - და კიდევ დარჩა ჩამონათვალი ვრცელი, საიმისოდ, რომ ისარს ესროლო მშვილდი.
კბილებით იცავ - კანონს არავინ ავნოს, ვაი, რომ ქვეყნად ბევრია მუხანათი. შენ არ დაუშვებ, დაძირო შავი ნავიც, სიკეთის კვალს კი კეთილი ხალხი დათვლის.
შენ გმირი გქვია, რადგან გვირგვინი არ გაქვს, მაგრამ მეფობას ღვთის მორჩილებით ჰყოფნი: რომ სისხლის ოფლით ჩამოეფარე ქოლგას; რომ სულერთია ამით სისხლი და ოფლი.
შენ ცოცხალი ხარ: ერის მშვიდობის მცველი, და სამშობლოსთვის თავგანწირული, სანდო... - დიდია კიდევ ჩამონათვალი, ვრცელი, საიმისოდ, რომ მწვერვალზე ლელო დადო.
ავტორი: მუხრან აბაშიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|