ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
28 დეკემბერი, 2019


კატა–თაგ(ვ)ობანა

კატას თაგვის სუნი ეცა, 
ჩაუსაფრდა, დადარაჯდა.
თაგვი ვერსად ვერ წაუვა,
ისე კარგად მოკალათდა.

მოცუნცულდა უცებ თაგვი
და ჩაუკრა კატას თვალი.
კატა შეცბა, არ ელოდა
უმწეოსგან ასეთ ნაბიჯს.

ცალი თვალი მოჭუტა და
გააქნია მკაცრად თავი.
ჯერ ასეთი საყვარელი
არ ენახა კატას თაგვი.

მოლბა, თვალი გაახილა,
ულვაშებში ჩაიღიმა,
წრუწუნამ კი თავხედურად
კატის თვალწინ ჭიმა ყირა.

ამ მამაცმა თაგუნიამ
აურია კატას თავგზა,
ვეღარაფრით ვეღარ შეჭამს,
ვერ თამაშობს, არ არის მზად.

თაგუნიამ დრო იხელთა,
შეხტა ჰაერში მალაყით.
თავგანწირულმა ილეთმა
შეაყვარა კატას თაგვი.

ასე გახდა ციცქნა თაგვი
რისხვა კატის ამხანაგი.

მოგეწონათ ეს ამბავი?


2013 წლის 15 ივლისი

––

თაგვმა თქვა: – ვირთხა არა ვარ,
არც ღამურა ვარ უშნო,
არც სინატიფე მაკლია,
არც  სილამაზე და შნო.

სარკის წინ გადი–გამოდის,
კუდს ისვრის როგორც ლასოს.


2013 წლის 19 ივლისი

––

კატა გახურებულ სახურავზე

– მიაუ, როგორ ცხელა,
– იპრანჭება კატა.
თითქოს სახურავზე
თვითონ კი არ ახტა?!


2013 წლის 10 ივლისი

––

განთავსდა 2019 წლის დეკემბრის თვის თავფურცელზე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები