ავტორი: ამატერასუ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 8 იანვარი, 2020
წარსული მომავალში
ალბათ წვიმს რაინ-ვესტფალიაში. ალბათ ქარია. ასეა როცა მენატრები. ასე იყო მაშინ. მაშინ იშვიათად მენატრებოდი. ტყის პირას მივდიოდი. სველ ფოთლებს ვაგროვებდი. ყოფილხარ წვიმიან ტყეში.? ლამაზია. ისეთი სუნი აქვს, მონატრების...გრილი. სველ ხეებს თითებით ვეფერებოდი და ველაპარაკებოდი. მისმენდნენ. შენც გელაპარაკებოდი. შენც ხომ მისმენდი.? ჰო. მისმენდი. სულ მისმენდი. მერე თვალებზე ხელებს მაფარებდი და სიზმრებს მჩუქნიდი ხელისგულებით. ვიღიმოდი... იქ ახლოს იყავი. იქ სულ წვიმდა. იქ იშვიათად მენატრებოდი. აქ არასდროს წვიმს.
პირველად საქანელასთან გნახე...გამეღიმა. შენ - ჩემი ნაცრისფერი ოთახის ფანჯარასთან, თოვას ვუცქერდი და მოცარტი იყო სადღაც , ღიმილი უადგილო იქნებოდა. განწყობამ დაგაბნია. ახლა ისე შორსაა თოვლიც და საქანელაც, ხედავ.? როგორ უხდებიან ერთმანეთს...
საერთო მინდორზე ვდგავართ. ვერ გხედავ. საერთო ჰაერს ვსუნთქავთ. გვახრჩობს. სიბნელეს თვალებს შევუდგამ და გგრძნობ. ინათებს და გკარგავ...
ნისლი იდგა ბაქანზე. გეგონა არ მოვედი...წასულხარ. მე ისევ აქ ვარ. ისევ ნისლია და ფიქრები. როგორც ვაგონები.
ალბათ წვიმს რაინ-ვესტფალიაში. ჩვენთან ქარია. ქარს შიში დააქვს, როგოც სიტყვებს - - - 'მე შენ მიყვარხარ'