ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გლეხიკაცი
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2020


თემურ ელიავას


დრო შემოაკვდა ჩემო ძმაო ნიკო ფიროსმანს,
ეპოქას უნდა უმეცრების ჩრდილი გავხადო,
იმათი დედაც, (აბებს ვსვამ და კიდეც ვიყნოსავ)
ვისაც კაპიკად არ უღირდა მისი ნახატი...

ხვდებოდნენ ხიდთან კვირკველიას, უბრად, უტიფრად
და დასცინოდნენ დაკერებულ შარვლის ტოტებზე,
ხოდა იმათიც, თუმანი რომ აღარ უღირდათ,
წალენჯიხელის მხიარული გავლა პროსპექტზე...

სანამ ბებერი მთვარე ოთახს ისევ მინათებს,
რენტგენზე სანამ გაშუქდება ღვიძლი დაშლილი,
არ შევიკავებ აქაც თავს და ერთი იმათიც,
ვინც ძველ ჩოხაში ვეღარ იცნო რაზიკაშვილი...

მე ვწერ და ჟამმა გაარკვიოს სტილი და ჟანრი,
არც თავმდაბლობა აღარა მაქვს ოდენ იოტის,
კიდევ იმათი, ტროტუარზე, ვინც ნახა მთვრალი
და სახლამდე არ მიაცილა გალაკტიონი...

ვუმტვრევთ დარაბებს ბრმა ეპოქას, ყეფენ ძაღლები,
დღეს პოეზიის ამბიონზე სხვა მზე ანთია,
ბოლოს იმათიც, ვინც სიმღერა, ძველი ვალები
და გენიოსთა ამბოხება არ გვაპატია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები