ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2020


* * *

აქ, ამ ქალაქში თავს იკლავდნენ ოდეს ლანდები...
ოდეს დარდები იღვრებოდნენ ბაიათებად...
ოდეს ნუშები ირთვებოდნენ უფლის კვართებით...
და მზის დისკოზე ბრუნოსავით სული იწვოდა...
ოდეს  ყინავდა ჩუმი მოთქმით ცივი ზამთარი..
და გაზაფხული ვარდის სუნად მოშაირობდა...
სულს შესდგომოდა შემოდგომა ყვითელ ბანტებით
და ქარიშხალი მინდორ_მინდორ მონადირობდა....
მაშინ ვიდექი, სწორედ მაშინ
ფეხის ცერებზე და..
მოლოდინი მკარნახობდა
რაღაც გმირობას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები